02:35 - 02 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-01 14:25:07, 369 ნახვა

სხვადასხვა
ირანის ახალ აიათოლას ალირეზა არაფის საქართველოში და ოცნების რეჟიმთან დიდი გავლენები აქვს

ირანის ახალ აიათოლას ალირეზა არაფის საქართველოში დიდი გავლენები აქვს. ყუმში მდებარე ალ მუსტაფას უნივერსიტეტის სადაც ირანის ახალი აიათოლა, ხელმძღვანელია, საქართველოში ფილიალი აქვს. მეტიც, ჟურნალის მთავარი რედაქტორი ალ-მუსტაფას ქართული წარმომადგენლობის ერთ-ერთი ირანელი დამფუძნებელი, მოჰამმად რეზა კალან ფარიბაია, ფონიჭალის შენობის მფლობელი. თავად ჟურნალი კი პროფესორ ალირეზა არაფის მზრუნველობით არის დაბეჭდილი. 

საქართველოში ფუნქციონირებს ირანული შიიტური ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის აშშ-სა და კანადის სანქციების ქვეშაა | ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. საქართველოს ფილიალის და არც სხვა წარმომადგენლობების ფინანსური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის. ცნობილია, რომ ალ-მუსტაფას ირანის ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ოფისის კონტროლს დაქვემდებარებული ბიზნესები აფინანსებენ.

 გამოცემის ცნობით, ირანული უნივერსიტეტის ფილიალი, თითქმის 15 წელია საქართველოს სამ ქალაქში: თბილისი (ფონიჭალა), მარნეული, გარდაბანი - ყოველწლიურად ათობით ახალგაზრდას ასწავლის შიიტურ ისლამს, სპარსულ ენას და ყურანს. ამავე დროს, უნივერსიტეტი 2020 წლიდან ამერიკის და 2022 წლიდან კანადის სანქციების ქვეშაა ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის.

 "რადიო თავისუფლება" სასწავლებლის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებს ავრცელებს, რომელიც მათი ცნობით, უკვე წაშლილია. ამ ფოტოებზე ჩანს, რომ სასწავლებლის აუდიტორიების კედლებზე ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური ლიდერების ფოტოებია გამოკრული. ლექციების უმეტესობა ქალებს და ვაჟებს ცალ-ცალკე უტარდებათ.

 სტატიის თანახმად, ამ სასწავლებელს არ აქვს განათლების სამინისტროს აკრედიტაცია, თუმცა თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო ლიდერებთან. "საქართველოში ირანული უნივერსიტეტის ფილიალი რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან, საპატრიარქოსთან და ქართულ უნივერსიტეტებთან ცდილობს თანამშრომლობას. სახელმწიფო უწყებების პრესრელიზები ასახავს ალ-მუსტაფას სასწავლებლის წარმომადგენლებთან, მათ შორის “უნივერსიტეტის რექტორთან” შეხვედრებს" | ვკითხულობთ სტატიაში.

 2022 წლის მარტში ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია და ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ჰასან იუსუფზადე. როგორ გაგრძელდა ეს თანამშრომლობა უცნობია.

2022 წლის მარტში ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან აფორმებს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც ხელს აწერენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია და ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ჰასან იუსუფზადე. ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის დელეგაციაში უნივერსიტეტის რექტორთან ერთად იმყოფებოდნენ თეირანის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ქამრან მამედოვი და რაშიდ ქაზიმოვი, ამავე უნივერსიტეტის ლექტორები.

2023 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და თსუ-ს პროფესორებმა, ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო კონფერენციაში ირანში. ესტუმრნენ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს ყუმში, და იმამ ხომეინის საერთაშორისო ცენტრსა და თეირანის უნივერსიტეტს. 

მასთან ერთად საქართველოს დელეგაციაში იყო ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჰასან იუსუფზადეც.

ირანული უნივერსიტეტის ფილიალი, თითქმის 15 წელია საქართველოს სამ ქალაქში ყოველწლიურად ათობით ახალგაზრდას ასწავლის შიიტურ ისლამს, სპარსულ ენას და ყურანს.

ეს სასწავლებელი, რომელსაც არ აქვს განათლების სამინისტროს აკრედიტაცია, თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო ლიდერებთან.

ამავე დროს, უნივერსიტეტი 2020 წლიდან ამერიკის და 2022 წლიდან კანადის სანქციების ქვეშაა ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის.

ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული წარმომადგენლობის კურსდამთავრებულთა არც ზუსტი რაოდენობაა ცნობილი და არც ის, ყოველწლიურად რამდენი აგრძელებს სწავლას ირანში. სხვადასხვა ცნობით, საქართველოდან ირანის სასულიერო სასწავლებლებში სულ ცოტა, 10-დან 20-მდე ახალგაზრდა მიდის.

საქართველოში ირანული უნივერსიტეტის ფილიალი რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან, საპატრიარქოსთან და ქართულ უნივერსიტეტებთან ცდილობს თანამშრომლობას. სახელმწიფო უწყებების პრესრელიზები ასახავს ალ-მუსტაფას სასწავლებლის წარმომადგენლებთან, მათ შორის “უნივერსიტეტის რექტორთან” და აიათოლა ჰამენეის კანცელარიის წარმომადგენელთან შეხვედრებს. 

2016 წლის 29 აგვისტოს რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფოტოს თან ახლდა შემდეგი ტექსტი: "შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი და მუსლიმი თეოლოგი, აიათოლა ჰამენეის კანცელარიის წარმომადგენელი მუჰამედბაღირ საივერი." ფოტოს ცენტრშია სააგენტოს ხელმძღვანელი.

არააკრედიტებული სასწავლებლის შესახებ საჯაროდ მისაწვდომი ინფორმაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ირანშიც ხშირად ხვდებიან როგორც ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ასევე სტუმრობენ სხვა რელიგიურ დაწესებულებებსა და სასწავლებლებს.

“ირანელები ქართველებს ხმლით ვეღარ გიპყრობთ, მაგრამ ახლა სიყვარულის მახვილით დაგიპყრობთ”, - საქართველოში ირანის ისლამური სახელმწიფოს პირველი ელჩის ფერეიდუნ ჰაყბინის ამ სიტყვებით იწყება ირანისტის, პროფესორ ნომად ბართაიას 2013 წელს გამოცემული წიგნი ირანისა და საქართველოს “უპრეცედენტო ურთიერთობების ოცი წლის შესახებ.”

ალირეზა არაფი ირანის ლიდერის პოსტზე მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

ირანის სახელმწიფო მედიასაშუალების, ISNA-ს ცნობით, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოვალეობის შემსრულებელი უზენაესი ლიდერის მოვალეობას შეასრულებს.

არაფი ირანელი შიიტის ცნობილი აიათოლაა. ის 67 წლისაა. ის შიიზმის გავრცელებას საზღვარგარეთ ზედამხედველობს. ადრე ის ირანის სემინარიებს ხელმძღვანელობდა და აიათოლა ხამენეის პოტენციურ მემკვიდრედ ითვლებოდა.

ამჟამად კონსტიტუციის მფარველი საბჭოს, ექსპერტთა ასამბლეის წევრი და ბასიჯის ხელმძღვანელი. მანამდე ის ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის თავმჯდომარე იყო, პარასკევის ლოცვას უძღვებოდა ყუმში და ირანის სემინარიას ხელმძღვანელობდა.

 

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანელებს საუბარი სურთ და მე დავთანხმდი, მათთან ვისაუბრებ
დაბადების დღის აღსანიშნად წასული კახა კალაძე ცოლთან და თანმხლებ პირებთან ერთად, დუბაიში ჩარჩა - ტაბულა
აშშ აცხადებს, რომ ირანული გემი ჩაძირა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი