02:11 - 26 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-25 19:01:25, 489 ნახვა

სამართალი
POSTV- სთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობისთვის ბრალდებული ვიტალი გუგუჩია უდანაშაულოდ ცნეს

ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ უდანაშაულოდ ცნო ვიტალი გუგუჩია, რომელსაც  ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობას ედავებოდნენ.

ზუგდიდის სასამართლომ გაიზიარა გუგუჩიას ადვოკატების არგუმენტაცია, რომ "პოსტივის" ჯგუფი ადგილზე მისული იყო არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, არამედ "შეურაცხყოფის მისაყენებლად". რაც შეეხება კიდევ ერთ - ძალადობის - ბრალდებას, მოსამართლე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ ვიტალი გუგუჩიას შეფარდებული გირაოც გაუბათილა.

საქმე ეხება 2024 წლის აგვისტოში მომხდარ ინციდენტს.

პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ გადამღებ ჯგუფთან ერთად მოქალაქე ვიტალი გუგუჩიასა და მის ოჯახს სამეგრელოში სახლში ჩააკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. გუგუჩია მოქალაქეა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მისი მაღაზიიდან ფორთოხლის სროლისთვის ბოდიში მოუხადა და რუსულ კანონზე ელაპარაკა. 

რამდენიმე დღეში, 31 მაისს, სამეგრელოში ვიტალი გუგუჩიას სახლთან მივიდნენ იმჟამად ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი ტელევიზიის, PosTV-ის, ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ოპერატორი. მათთან კომუნიკაციას ვიტალი გუგუჩიას ცოლი მობილური ტელეფონით იღებდა.

ჩანაწერის მიხედვით, ნათია ბერიძე ვიტალი გუგუჩიას ეუბნება: „[...] ხელის ბიჭი ხარ“, - რაზეც გუგუჩია პასუხობს: „რუსების პრობლემა იცი რა არის, საკუთარ სიტყვაზე პასუხს არ აგებენ. ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“. ამის შემდეგ გუგუჩია ბერიძეს და მის ოპერატორს აგინებდა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

სიტყვიერი დაპირისპირებისას, PosTV-ის ოპერატორმა ვიტალი გუგუჩიას მიმართა: „მოდი აქ“, რის შემდეგაც ისმოდა გინება და იწყებოდა ფიზიკური დაპირისპირება. კადრებში ჩანდა, რომ ოპერატორი გუგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა - ის ახტა და ფეხი ჩაარტყა ადამიანს.

2024 წლის 6 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ, რომელმაც გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, გუგუჩიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

5-ათასლარიანი გირაოს თანხა ვიტალი გუგუჩიას მაშინ მოქალაქეებმა შეუგროვეს.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურნავა სანქცირებულ „იმედსა“ და PosTV-ზე - ბანკებმა უნდა დაიცვან ქართული კანონმდებლობა
ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
როგორ ესხმის თავს ერდოღანი თურქეთის დემოკრატიას და რატომ უნდა უპასუხოს დასავლეთმა
აზოვის ლეგენდარულ მეთაურს დენის პროტაპენკოს ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი