|
2026-02-24 17:07:29, 13689 ნახვა
სხვადასხვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციის პაკეტი გამოაცხადა - დაწესებულია თითქმის 300 ახალი სანქცია
უკრაინაში შეჭრის 4 წლისთავზე დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი გამოაცხადა - დაწესებულია თითქმის 300 ახალი სანქცია. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია: "თითქმის 300 ახალი სანქცია გამოცხადდა რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების, მათ შორის ნავთობის ექსპორტსა და სამხედრო აღჭურვილობის ძირითადი მიმწოდებლების წინააღმდეგ, რომლებიც საომარ მოქმედებებს უწყობენ ხელს... პაკეტი, რომელიც ყველაზე დიდია, 2022 წელს პუტინის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ბარბაროსული შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ ხორციელდება... დღევანდელი ქმედება მიმართულია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსადენის კომპანია PJSC Transneft-ის წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებელია რუსული ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტის ტრანსპორტირებაზე... ამ დრომდე საერთაშორისო სანქციებმა პუტინს 450 მილიარდ დოლარზე მეტი წაართვა - რაც მისი უკანონო ომის კიდევ ორი წლის დაფინანსების ეკვივალენტურია. გასული წლის ამ დროიდან მოყოლებული, რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია და მათი შემოსავლების ნაკადები თავისუფალი ვარდნის პროცესშია, ნავთობიდან მიღებული შემოსავლები კი 2020 წლიდან ყველაზე დაბალ დონეზეა. დაკარგული შემოსავლების კომპენსირების მცდელობისას, კრემლი იძულებული გახდა გაეზარდა გადასახადები რიგითი რუსებისთვის, მათ შორის დღგ და კორპორაციული გადასახადი" -ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. სანქციების სიაში მოხვდა 2Rivers ნავთობის ქსელში შემავალი 175 კომპანია, რომელიც ჩრდილოვანი ფლოტის ერთ-ერთი უდიდესი ოპერატორი და რუსული ნედლი ნავთობის მთავარი მოვაჭრეა. სანქციები დაუწესდა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 48 გემს, 49 ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს, რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერისთვის, სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სამ კომპანიასა და ორ ფიზიკურ პირს, რომლებიც საზღვარგარეთ რუსული ბირთვული ობიექტებისთვის კონტრაქტების მოპოვებას ცდილობენ.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების სფეროსთვის შეღავათების დამწესება ოცნებას კრიმინალურმა სამყარომ დაუკვეთა
სასამართლომ დიზაინერი ზალიკო ბერგერი მსახიობ ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა
პოლონეთმა ნატოს შესთავაზა, რომ უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდება დაიწყოს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



