01:46 - 24 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 16:22:13, 312 ნახვა

სამართალი
ცოლის სასტუმროს მშენებლობისას მიწები მიითვისა- ლენტეხის ყოფილი მერი გია ონიანი დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების  ბრალდებით, ლენტეხის ყოფილი მერი, გია ონიანი და ამავე მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები - ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გია ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს აშენების მიზნით, მიწის ნაკვეთი შეიძინა და მშენებლობის პროექტი დაუკვეთა. პროექტი, რომელიც სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს ვერ პასუხობდა, კერძოდ, განაშენიანების ფართი მოქმედ კოეფიციენტს არ შეესაბამებოდა, გია ონიანმა, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით, წარადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა. ნებართვის გაცემის პროცესში, გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ გაითვალისწინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავალდებულოდ მოქმედი, "ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ’’ მთავრობის დადგენილების, აგრეთვე სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნები, განაშენიანების ფართის ნაწილში მოქმედ კოეფიციენტთან წინააღმდეგობის ფაქტი, მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასეთ პირობებში გასცეს კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები.

სასტუმროს მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დის ქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, რაც გასცდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს და გაგრძელდა კერძო პირისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში, ასევე განეხორციელებინა მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა. ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: რუსეთი არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს საქართველოდან და მოლდოვიდან ჯარების გაყვანის შესახებ
დააკავეს სამი პოლიციელი რომლებიც მოქალაქეებს განყოფილებაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ
განათლების ე.წ რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება
უკვე ოფიციალურად: ნიდერლანდებს 38 წლის წლის ღია გეი პრემიერ მინისტრი რობ იეტენი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი