|
2026-02-23 15:25:48, 302 ნახვა
საზოგადოება
რეჟიმის ტყვეობაში მყოფმა ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს რეჟიმის პატიმრობაში მყოფი მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძეც ტოვებს. მისი წერილი ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა გაავრცელა. "მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს!“ - მინდა, ამ სიმბოლური ტექსტით სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი. ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, "მეგობრებო". ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ყოველთვის ასე იქნება. თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ, ჩემი რჩევაა - სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია". - წერს წერილში ანდრო ჭიჭინაძე. 8 მსახიობმა: კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, ნანკა კალატოზიშვილმა, მანუ თავაძემ, დათო ბეშიტაიშვილმა, ლუკა ჯაფარიძემ და ტასო ჭანტურიამ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი დატოვეს. ცნობისთვის, 20 თებერვალს, აბაშიძის თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს რეჟიმის პატიმრობაში მყოფი მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი.
|
რედაქტორის რჩევით
ზურგს უკან ხელშეკრული დემონსტრანტების ცემა - წამების კომიტეტი ოცნებას უმტკიცებს, რომ მწამებელი რეჟიმია
ეროვნული ბანკი იუანის რეზერვებს დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილად განიხილავს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაში კიდევ ერთ ამერიკულ კომპანიას დაარტყა
The Guardian: პუტინს ომამდე დაჰპირდნენ, რომ უკრაინელების 90% რუსეთის შეჭრას მხარს დაუჭერდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
უცხოელებს კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა აღარ შეეძლებათ - მთავრობამ ნულოვანი კვოტა განსაზღვრა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)