01:45 - 21 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-20 16:37:53, 243 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, მათ მხარდაჭერას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის ინიციატივით, კორპორაციული ბიზნესებისთვის 16-17 თებერვალს, მაკკინზის და კოკრეას ორდღიანი ვორქშოფი გაიმართა.

ვორქშოფის მიზანი იყო, საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესების წარმომადგენლები საერთაშორისო გამოცდილებას გასცნობოდნენ და  მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა, რაც მათ თანამედროვე ბიზნეს გარემოში გამოწვევების ეფექტურად მართვაში დაეხმარებათ.

ღონისძიება ექსკლუზიურად საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის ჩატარდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაკკინზის წარმომადგენელთან ერთად - გლობალური სტრატეგიული ხედვის გააზრებაზე, ხოლო კოკრეას მიერ ორგანიზებულ სესიაზე - პერსონალურ და ორგანიზაციულ ტრანსფორმაციაზე ემუშავათ.

“საქართველოს ბანკი მრავალი წელია ბიზნესების საიმედო პარტნიორია, რომელიც მათ არამხოლოდ ფინანსურად უჭერს მხარს, არამედ სტრატეგიულ განვითარებაში ეხმარება. ჩვენი მიზანია, პარტნიორ ბიზნესებს მივცეთ საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც შემდგომ საკუთარ კომპანიებში გამოიყენებენ. წლებია ვთანამშრომლობთ საერთაშორისო კომპანიებთან - მაკკინზისთან და კოკრეასთან, რის შედეგადაც მივიღეთ უნიკალური გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და გლობალური ხედვა. გვსურდა, ეს გამოცდილება ჩვენი პარტნიორებისთვისაც გაგვეზიარებინა.   ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორი მსგავსი საერთაშორისო კომპანია ერთ სივრცეში ატარებს ვორქშოფს, სპეციალურად ჩვენი პარტნიორებისთვის. ის აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რაც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და ეფექტურად მოერგონ თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული სესხი დაბლოკა
ტრამპმა გააკრიტიკა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტარიფების გაუქმების შესახებ
ლევან ხაბეიშვილი: სადაც ერთიანობაა, იქ უნდა ვიყოთ ჩვენც
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე: პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი