15:27 - 13 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-13 12:48:25, 221 ნახვა

საზოგადოება
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ “ბანი 2007” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ბორჯომში Hilton Garden Inn აშენდება. 112-ნომრიანი სასტუმრო ბორჯომის პარკის მიმდებარედ განთავსდება და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას გააერთიანებს, მათ შორის: საკონფერენციო დარბაზებს, გარე აუზს და რამდენიმე რესტორანს. ობიექტი სტუმრებს 2027 წლიდან მიიღებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონს აღემატება, საიდანაც თიბისის დაფინანსება 12 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ბიზნეს უნივერსალის პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის თანადაფინანსებითაც სარგებლობს.

„ბანი 2007“ 18 წელია თიბისის პარტნიორია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს  უძრავი ქონების მენეჯმენტს; Hilton Garden Inn კი, ჯგუფის მეორე ობიექტია სტუმარმასპინძლობის სექტორში.

“მოხარული ვარ, რომ თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. ეს ნიშნავს რეგიონის ეკონომიკაში ჩადებულ ინვესტიციას, რაც ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებასა და ადგილობრივების დასაქმებას. სწორედ ესაა მთავარი პრიორიტეტები, რომლებსაც თიბისი  პროექტების დაფინანსებისას ითვალისწინებს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ  მხარს სტუმარმასპინძლობის სექტორს მთელს საქართველოში. სასტუმრობისა და ტურიზმის სექტორში თიბისის პორტფელი 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. ბოლო 3 წლის განმავლობაში კი ბანკმა ინდუსტრიის დაფინანსება 210 მილიონი ლარით, 22%-ით, გაზარდა“,- გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

“მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა ქალაქისა და რეგიონის წინაშე. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტით ბორჯომში მდგრად ეკოსისტემას ვქმნით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ადგილობრივებს. მშენებლობის პროცესში ჩართული იქნება რამდენიმე კომპანია და დასაქმდება არანაკლებ 80 ადამიანი, ექსპლოატაციის შემდეგ კი დაახლოებით 100 ადგილობრივი მიიღებს სტაბილურ სამუშაო ადგილს. განსაკუთრებულად გვიხარია თიბისისთან პარტნიორობა - ბანკთან, რომელიც რეგიონების გრძელვადიან განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს; პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებშიც მიიღებს დაფინასებას, რაც დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია კომპანიის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისთვის“,- ვაკო საღირაშვილი, პროექტის აღამასრულებელი მენეჯერი

„Hilton Garden Inn-ის პროექტის განხორციელება ბორჯომში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტიციას ქვეყნის ტურიზმისა და რეგიონული ეკონომიკის განვითარებისთვის და მოხარული ვართ, რომ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმით თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში“ - კომპანია სარგებლობს სააგენტოს პროგრამით „ბიზნეს უნივერსალი“. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქვეყანაში ზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესების გააქტიურებას“, - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი: ჩვენ არ ვსაუბრობთ ქვეყნიდან ვინმეს გაძევებაზე, ვსაუბრობთ ანკლავურ განვითარებაზე, რომელიც იყო და იქნება პრობლემა
„თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში დროებით რწმუნებულს ტოვებს
მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი