02:28 - 12 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-11 15:37:44, 260 ნახვა

საზოგადოება
სეს: შიდა ქართლში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის საწარმო გამოვავლინეთ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის არალეგალური წარმოება გამოავლინეს.

"ინდმეწარმეები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.

გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. აღიარებისა და რეგისტრაციის მინიჭებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ შემდეგ ობიექტებს: 

  • ფრინველთა სასაკლაო - ინდმეწარმე ნ. ზ. (მის: გორის რაიონი, სოფ. კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა ქათმის ტანხორცი;
  • ფრინველთა სასაკლაო - მ. თ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
  • ფრინველთა სასაკლაო - ბ. კ. (მის: გორის რაიონი, სოფ. კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარების გარეშე;
  • ფრინველთა სასაკლაო - გ. ბ. (მის: გორის რაიონი, სოფ. პატარა გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
  • კვერცხის წარმოება - ბ. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ. პატარა გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
  • ფრინველთა სასაკლაო- გ. მ.(მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
  • ფრინველთა სასაკლაო - მ. გ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
  • ფრინველთა სასაკლაო-ა. ჩ. (მის: გორის რაიონი, სოფ დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
  • ფრინველთა სასაკლაო- “შპს ქათმის ხორცპროდუქტები” ( მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან და დადგენილ ვადებში განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში." - წერია სააგენტოს განცხადებაში. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა
რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია ემსხვერპლა
კალაძე - 2008 წელს ბერლუსკონიმ პუტინს ჩემი თანდასწრებით დაურეკა, მალევე ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას.
სასამართლომ გიგი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი