02:29 - 12 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-11 13:32:31, 278 ნახვა

საზოგადოება
შესაძლოა, სასმელების, მათ შორის, წყლის პლასტმასის ბოთლებით გაყიდვა აიკრძალოს

საქართველოში სასმელების პლასტმასის ბოთლებით გაყიდვა შეიძლება აიკრძალოს. აღნიშნულის შესახებ განცხადება 9 თებერვალს, ივანიშვილის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში ბიზნესპარტნიორი გააკეთა. 

პავლიაშვილის თქმით, მიღებული რეგულაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, 1-ელი ივლისიდან პლასტმასის ბოთლებით სასმლის გაყიდვა აეკრძალებათ კვების ობიექტებსა და სასტუმროებს. 

მესამე ეტაპიდან, რომელიც დაახლოებით 1 წლის შემდეგ ამოქმედდება, საქართველოში სრულად აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის გაყიდვა, მათ შორის, წყლის. 

"შემდგომი ეტაპი არის ე.წ. ჰორეკას სექტორში, რაც არის რესტორნების, სასტუმროების ქსელები, საერთოდ კვების ობიექტებში პლასტმასის ნაკეთობების გამოყენება აიკრძალება  პირველი ივლისიდან. ჩვენ ახლა ვაცხადებთ, რომ მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდეთ. თუმცა, როდესაც ჩვენ ბიზნესს ვხდებოდით მაშინაც გაჟღერებული გვქონდა, რომ ეს ინიციატივა ექნებოდა საქართველოს მთავრობას, შემდგომ ეტაპზე. 

საუბარია სარესტორნე ქსელზე, კვების ობიექტები და სასტუმროები, სადაც არ უნდა მოხდეს პლასტმასში განთავსებული დასალევი საშუალებების, სასმელების გამოყენება, მათ შორის, მინერალური წყლების. ზოგადად, უნდა აიკრძალოს პლასტმასთან შეხებაში არსებული ნაკეთობების გამოყენება სურსათთან. [...]

შემდეგ გვექნება მესამე ეტაპი, რომელიც შეგვიძლია ახლავე განვაცხადოთ, მაგრამ მათ [ბიზნესს] ვადა აქვს თითქმის 1 წელიწადი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ უნდა ვთქვათ პლასტმასზე უარი და ნებისმიერ მარკეტებში, ქსელებში პლასტმასში განთავსებული სასმელები არ უნდა გაიყიდოს. ეს არის შემდგომი ეტაპი. ამიტომ ეს იქნება მომავალი წლის, სავარაუდოდ, თებერვლიდან. ესეც ინიციატივაა ჯერ, რა თქმა უნდა, მთავრობას არ მიუღია გადაწყვეტილება, მაგრამ ისე მივდივართ ეტაპობრივად, რომ ბიზნესს უცებ არ დააწვეს". - განაცხადა პავლიაშვილმა. 

მისივე თქმით, ექსპორტი არ იზღუდება, "საუბარია შიდა ბაზარზე მიწოდებაზე". მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება არ შეეხება ზეთს, რადგან ფასის ზრდას გამოიწვევს. 

რაც შეეხება წყალს, 10 ლიტრამდე შემფუთვებში წყლის პლასტმასის ბოთლებით გაყიდვა სრულად აიკრძალება. გამონაკლისი იქნება მხოლოდ წყალი და მხოლოდ 10 ლიტრზე მეტი შეფუთვით.

"ჩვენ მზესუმზირის ზეთზე თავი შევიკავეთ, იმიტომ რომ ის მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი განმსაზღვრელია. დასამალი არ არის და უნდა ითქვას, რომ ერთჯერადად შესაძლებელია ეს პროდუქცია გაძვირდეს კიდეც სწორედ მასალის გამო. ამიტომ, თავი შევიკავეთ ზეთთან დაკავშირებით. 

რაც შეეხება წყალს, დავაზუსტებ - 10 ლიტრამდე კი არა, 10 ლიტრის ზევით რჩება გამონაკლისებში, იმიტომ რომ 10 ლიტრამდე შესაძლებელია იმპროვიზაციები დაიწყოს და სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელების ჩამოსხმა დაიწყონ, იგივე 3-ლიტრიანებში და არის კიდეც 4-იანში, 5-იანში და ასე შემდეგ. მაგრამ 10 ლიტრს ზევით მარტო წყალი დავტოვეთ, იმიტომ რომ წყლის შემთხვევაში, რეგიონებში და თბილისში ხშირად წყლის მიწოდება შეფერხებით ხორციელდება, დეფიციტურია, ამიტომ მივეცით მოსახლეობას ამ მიმართულებით [საშუალება], შეძლონ გამოიყენონ. მხოლოდ წყალთან დაკავშირებით, სხვა სასმელები გამორიცხულია". - თქვა მან. 

რაც შეეხება ფასის ცვლილებას, პავლიაშვილის მტკიცებით, მოკლევადიან პერიოდში სასმლის ფასები გაძვირდება, ხოლო გრძელვადიან პერიოდში შემცირდება. 

"რა თქმა უნდა, ერთჯერადი შეხედვით გაძვირდება [სასმელი], მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელით, აი, ვისაც შეუძლია კარგად გამიგებს მსმენელი, ფასები უფრო მინიმიზირდება, იმიტომ რომ თუ მრავალჯერად ჭურჭელს გამოიყენება შეიძლება ბევრჯერ, და ერთჯერადის გამოყენებას შეიძლება მხოლოდ ერთხელ. გრძელვადიან პერიოდში მისი ფასები მინიმიზირდება და უფრო შეიძლება ეფექტიანიც იყოს". - თქვა მან. 

მისი თქმით, "ამ გადასახედიდან შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ცნობიერების ნაწილი, რომელზედაც სამუშაო გვაქვს".




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა
რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია ემსხვერპლა
კალაძე - 2008 წელს ბერლუსკონიმ პუტინს ჩემი თანდასწრებით დაურეკა, მალევე ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას.
სასამართლომ გიგი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი