11:36 - 19 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-11 12:07:39, 455 ნახვა

საზოგადოება
გიგა ავალიანის დედა - საქმის მასალებს იმიტომ არ მაძლევდნენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

მოკლული გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ გიშინ გავრცელებულ კადრებში, სადაც ძალადობის ეპიზოდებია აღბეჭდილი, დ.ჩ.-ს ხმა ამოიცნო. 

ეკა კუპატაძის თქმით, რიკაძის მხრიდან ბრალის აღიარებას ელოდა. რაც შეეხება საქმის მასალებს, ავალიანის დედა ამბობს, რომ საქმის მასალებს იმიტომ არ აძლევდნენ, რომ მასში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს.

ველოდებოდი გიორგი რიკაძის ბრალის აღიარებას. იმიტომ რომ ეს არის კახა წერეთლის სვლა. მან ჩვენ წინა ბრალიც გვიღიარა. იყენებს დუმილის უფლებას და მაინც სად გაექცეოდა მის სისხლიან ნასკებს და ბოტასებს და ერთუ დედას რომ მიუვიდა ეს სისხლიანი ნასკი და ბოტასი, შეიძლება რც ნახულობდა, არვიცი, იქ რა დასკვნა გამოიტანა - ნეტა რესკად დაეცა ის ვიღაცა ვისზეც ძალადობდნენო და ჩემს შვილს ფეხები გაუსისხლიოანდაო? ... ეტაპამდე მაინც ვნახე და დიმიტრი ჩიქოვანი სხვა ადგილზეც ამოვიცანი. ბევრი ხმა დაფარულია იმ უზრდელი სიტყვების გამო, მაგრამ იქ არის კიდევ რაღაც ეპიზოდი, სადაც მე დემეტრე ჩიქოვანის ხმა ვიცანი. ბრალის დამძიმება უნდა ყოფილიყო. ეს ბრალი უნდა შეეფარდებინათ ნუკა გამყრელიძეს. მე ვიცი, იმიტომ არ მაძლევდნენ საქმის მასალებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს იქ და მე ეს არ უნდა დამენახა. ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. აუცილებალად დადგება ნუკა გამყრელიძის პასუხისმგებლობა, აუცილებლად დადგება იაგო ტალახაძის, ის პოლიციის უფროსია. და აუცილებლად გიშო ძებნიაურის", - ამბობს ეკა კუპატაძე. 

პროკურატურა მასწავლებლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 4 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს აფეთქებით ემუქრება, თუ ირანი ისევ დაარტყამს კატარს
რკინიგზა - 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისები დაემატება
სენატორები და კონგრესმენები აშშ-ს მოუწოდებენ, გამოიყენოს სანქციები ოცნების მთავრობის მიმართ
ერდოღანი პატრიარქის გარდაცვალებაზე - სამძიმარს ვუცხადებ ეკლესიასა და ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics