|
2026-02-07 16:57:21, 1023 ნახვა
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციამ 2025 წელს ივლისის თვეში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა რაც მასპინძელმა ქვეყანა ესტონეთმა რუს სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემაზე უარი თქვა. 2026 წლის თებერვალში თბილისის მსოფლიო თასზე ფარიკაობაში, თავდაპირველად პოლონეტში უნდა გამართულიყო თუმცა პოლონეთმა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუს მოფარიკავეებს ვიზა არ მისცა. ორივე შემთხვევაში, თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის, იყო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის ალიშერ უსმანოვის გადაწყვეტილება. პუტინის პირადი ოლიგარქის მიზანი იყო, რუსეთის ხელისუფლებისადმი კეთილნაგწყობილ "ქართული ოცნების" რეჟიმს რუსი სპორტსმენებისთვის პრობლემები არ შეექმნა. თბილისის მსოფლიო თასზე ფარიკაობაში რუსეთის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. რუსეთის ფარიკაობის ფედერაციის ცნობით, თბილისში რუსეთის ნაკრების ტრიუმფალური გამოსვლით აღინიშნა. რუსეთიმა "ქართული ოცნების" რეჟიმს მადლობა გადაუხადა შეჯიბრის უმაღლესი სპორტული სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის. უზბეკური წარმომავლობის რუსი ოლიგარქი $14.5 მილიარდის ქონებას ფლობს და მსოფლიოს 117-ე უმდიდრესი ადამიანია. უსმანოვი 2000-2014 წლებში რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატ „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია „გაზპრომ ინვესტჰოლდინგს“ ხელმძღვანელობდა. 2022 წლამდე იყო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი. მილიარდერი FIE-ს 2008 წლიდან 2022 წლამდე ხელმძღვანელობდა, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ საპრეზიდენტო უფლებამოსილებები შეაჩერა. 2024 წლის 30 ნოემბერს პუტინის რეჟიმის ოლიგარქი კვლავ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. „მე ვამაყობ, რომ ვიცნობ პუტინს და ის, რომ ის ყველას არ მოსწონს, პუტინის პრობლემა არ არის. არა მგონია, ნაგასაკის შემდეგ მსოფლიოს უყვარდეს ტრუმენი“, – სწორედ ეს სიტყვები ეკუთვნის 70 წლის რუს მილიარდერს, რომელიც რუსეთის ღირსების მედლითაა დაჯილდოებული. უკვე ცნობილია, რომ ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში, რომელიც 2026 წლის ზაფხულში ტალინში უნდა ჩატარებულიყო, საფრანგეთში გადაიტანეს, - განაცხადა ესტონეთის ფარიკაობის კავშირის გენერალურმა მდივანმა, აივარ პაალბერგმა პარასკევს, 23 იანვარს, Õhtuleht-თან ინტერვიუში. „გადაწყვეტილება 14 იანვარს იქნა მიღებული, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ დღეს შეგვატყობინეს“, - აღნიშნა პაალბერგმა. შეჯიბრი ახლა საფრანგეთის ქალაქ ანტონიში გაიმართება. ტურნირის შესაძლო გადადების შესახებ ინფორმაცია 2025 წლის ბოლოს გავრცელდა. იმ დროს, საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციამ ესტონეთისგან წერილობითი დადასტურება მოითხოვა, რომ ყველა სპორტსმენს შეეძლებოდა ჩემპიონატში მონაწილეობა და საზღვრის გადაკვეთა, მოქალაქეობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად.
2014 წლის შემდეგ პირველად, რუსები პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საკუთარი დროშით გამოვიდნენ
ჟურნალისტებს, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, რეჟიმის შსს გზის გადაკეტვას ედავება
ფიშერი - სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა
შვედეთის საგარეო - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი
|
რედაქტორის რჩევით
ტრამპს ირანის წინააღმდეგ ქურთების გამოყენება სურს - დაიწყება თუ არა რეგიონში ქაოსი
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომი უკრაინაში
უკრაინული დრონები სარატოვში სამიზნეებს ესხმიან თავს
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)