|
2026-02-06 12:02:17, 273 ნახვა
სომხეთი რუსული ატომური სადგურის ამერიკული რეაქტორით ჩანაცვლებას განიხილავს
სომხეთის ხელისუფლება ახალი ბირთვული რეაქტორის ასაშენებლად ამერიკულ კომპანიის შერჩევას განიხილავს. ახალმა რეაქტორმა მოძველებული, რუსული წარმოების მეწამორის ატომური ელექტროსადგური უნდა ჩაანაცვლოს. სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავიდ ხუდათიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ახალი ატომური სადგური მოდულური კონსტრუქციის იყოს. დავიდ ხუდათიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეაქტორის ზომასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა და აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის წინადადებები კვლავ განიხილება. "მჯერა, რომ მოდელის შერჩევა 2026 ან 2027 წელს გადაწყდება. აჩქარების საჭიროება არ არის", - თქვა მან. ამერიკის შეერთებული შტატები მოდულური ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერია. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ მომდევნო კვირაში სომხეთს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ეწვევა. სომხეთის შემდეგ, ის აზერბაიჯანშიც ჩავა. Euronews წერს, რომ ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხაზს უსვამს აშშ-ის ყურადღებას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის პროცესისა და "დონალდ ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) პროექტის მიზნების მიმართ.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)