02:23 - 05 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-04 18:39:15, 247 ნახვა

საზოგადოება
სტუ: გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის POSTV იმედისა და რუსთავი 2-ისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვთ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისთვის POSTV-ისგან ბოდიშის მოხდას და ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. 

უნივერსიტეტის განცხადებით, POSTV-მ იმედისა და რუსთავი 2-ის მსგავად, "სოცქსელში, თავის გვერდზე გაავრცელა სხვა ტელევიზიების კუთვნილი ფოტოები და ინფორმაცია".

"3 თებერვალს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ საინფორმაციო გადაცემებში - „კურიერი“ და „ქრონიკა“ - დღეს გასულ სიუჟეტებს ეხმაურება და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც სიუჟეტების ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს”.

მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია POSTV-მ, ისე, რომ არც უნივერსიტეტში მოსულა და არც სატელეფონო კავშირის თუ სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით გადაუმოწმებია სხვა ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სოცქსელში, თავის გვერდზე გაავრცელა სხვა ტელევიზიების კუთვნილი ფოტოები და ინფორმაცია. იმედი გვაქვს, POSTV კოლეგებსაც არ მოექცა უპასუხისმგებლოდ და კადრების გავრცელების თაობაზე მათგან ნებართვა მაინც აიღო. 

უნივერსიტეტმა 3 თებერვალს გავრცელებულ წერილში აღნიშნა: "მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორები იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში, მათ მე-2 სასწავლო კორპუსში არსებული ვითარების შესახებ კითხვა არ დაუსვამთ, წინააღმდეგ მათ ეცოდინებოდათ, რომ სტუ-ის მე-2 კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე თვეა არ მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ჟურნალისტები ვერ მოამზადებდნენ და შესაბამისად, ვერც გაავრცელებდნენ მსგავსი შინაარსის სიუჟეტებს. როგორც ჩანს, სიმართლე მათ ხელს არ აძლევდათ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმიჯის შელახვა მაყურებლის შეცდომაში შეყვანის ხარჯზე სცადეს, რაც კარგად გამოუვიდათ… საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხაზგასმით და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიუჟეტებში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ ასახავს არც აუდიტორიების, არც ლაბორატორიებისა და არც სველი წერტილების რეალურ მდგომარეობას. ამის მიუხედავად, სიუჟეტებში გაკეთებულია საპირისპირო დასკვნები, რაც წარმოადგენს მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ (მუხლები: 52 პუნქტი „გ“ - პროგრამებში ფაქტებისა და კომენტარების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება; 54 - მაუწყებლის ვალდებულება უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტების ჯეროვანი გადამოწმება; 56 - დაინტერესებული მხარისთვის პასუხისა და ინფორმაციის შესწორების უფლება, 59 - მაყურებლის შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა) და ჟურნალისტური ეთიკის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი, სიზუსტისა და ობიექტურობის ნორმებს".

უნივერსიტეტი კატეგორიულად ითხოვს გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისთვის ტელეკომპანიამ უნივერსიტეტს ბოდიში მოუხადოს და უარყოს გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მისი მოპოვებული არ იყო, მაგრამ ინფორმაციის გაზიარების ფაქტი ადასტურებს, რომ POSTV-ი ეთანხმება „რუსთავი 2“-სა და „იმედს“, რაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია". - ნათქვამია სტუ-ს განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო
ქართველები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე - ბრძოლა პირველი მედლებისთვის
სტუ: გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის POSTV იმედისა და რუსთავი 2-ისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვთ
პარლამენტმა სასწავლო გრანტებისა და საუნივერსიტეტო ავტონომიის გაუქმებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი