22:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 17:18:41, 391 ნახვა

ირანის საგარეო მინისტრი ამბობს, რომ ირანი აშშ-სთან სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის მზადაა

ირანი აშშ-თან „სამართლიანი“ მოლაპარაკებებისთვის მზად არის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სტამბოლში თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა

აბას არაღჩის თქმით, საკითხი არ უნდა შეეხოს ირანის თავდაცვით შესაძლებლობებს.

„მოლაპარაკებები სამართლიანი და თანასწორი თუ იქნება, ირანი მზად არის, ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.

ამასთან, აბას არაღჩის თქმით, ჯერჯერობით თეირანსა და ვაშინგტონს შორის რაიმე სახის შეხვედრა ჩანიშნული არ არის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ გეგმავს ირანთან დალაპარაკებას, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი სამხედრო ხომალდი გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ირანისგან, ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის გარდა, სარაკეტო პროგრამის შეზღუდვასაც მოითხოვს, თეირანი კი ამის წინააღმდეგია. აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანი მზადაა როგორც მოლაპარაკებებისთვის, ასევე ომისთვის. ვაშინგტონსა და თეირანს შორის კონფტრონტაციის თავიდან ასარიდებლად დიპლომატიურ ძალისხმევაში ჩართული არიან თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics