2026-01-27 15:13:27, 274 ნახვა
საზოგადოება
ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას ადასტურებს შსს.
მათი ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Adjara Times-ის ინფორმაციით, შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში მოხდა. მათივე ცნობით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს.
ამ ეტაპზე უცნობია დამატებითი დეტალები. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,