|
2026-01-27 12:07:17, 1042 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
მთავარია, გჯეროდეს - შენი მიზნების, საკუთარი შესაძლებლობების და იმისა, რომ განათლება სურვილებს რეალობად აქცევს. სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული თიბისი კამპუსი, რომელიც 2026 წლიდან, სტუდენტებს განახლებული - უფრო მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო ფორმატით უბრუნდება. ახალი სეზონიდან, რედიზაინის შედეგად, კამპუსი ოთხ დამოუკიდებელ მოდულად დაიყო, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, წლის განმავლობაში თავად ააწყონ სასურველი სასწავლო პორტფოლიო და აირჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულებები. თიბისი კამპუსის 2026 წლის სეზონი მარკეტინგის მოდულზე მიღებით იწყება და რეგისტრაცია 5 თებერვლის ჩათვლითაა შესაძლებელი. სასწავლო პროცესი კი 16 თებერვალს დაიწყება და 31 მარტამდე გაგრძელდება. მარკეტინგის მოდული სამი ცალკეული კურსისგან შედგება:
კურსები პარალელურად ჩატარდება. მათი დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა სხვა მოდულებზეც გააგრძელონ. თიბისი ზრუნავს, რომ განათლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ, კამპუსში სწავლება, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და სრულიად უფასოა. განვლილი სემესტრების ანალიზი გვიჩვენებს, რომ კამპუსის კურსებზე მიღებული ცოდნა სტუდენტებს ეხმარება, როგორც კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში, ისე საკუთარი ბიზნესის ეფექტიან მართვაში. კამპუსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-24 წლის ახალგაზრდების, რომლებიც ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავენ მიზნად. თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“. თიბისის განათლების პროგრამები გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ, და სიახლეების მუდმივ ძიებაში კიდევ უფრო გაიღრმაო ცოდნა და ინტერესები. ყველაფერი გამოვა - მთავარი, გჯეროდეს!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)