|
2026-01-26 18:35:28, 292 ნახვა
საზოგადოება
კახა ბექაურმა comcom-ი დატოვა - მას თავმჯდომარეობის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა
კახა ბექაურმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დატოვა, სადაც საერთო ჯამში 12 წელი იმუშავა. 2017 წელს ის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო მიმდინარე წელს მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. ბექაური კომისიის ხელმძღვანელი ორი ვადით იყო - თავმჯდომარის პოსტი მან პირველად 2017 წელს დაიკავა. ამჟამად, კომისიის წევრის პოზიციაზე მას გოგა გულორდავა ჩაანაცვლებს. ახალი თავმჯდომარის არჩევა 29 იანვარს არის დაგეგმილი. კომისიის საქმიანობის პარალელურად, კახა ბექაური ბიზნესშიც აქტიურად არის ჩართული - ის სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ თანადამფუძნებელი და კომპანიის 33%-იანი წილის მფლობელია. მისი 2025 წლის ივლისში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შემოსავლის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ კომპანიიდან მიღებულ დივიდენდებზე მოდის. 2024 წელს ბექაურმა „ორი ნაბიჯიდან“ 20.5 მილიონი ლარის დივიდენდი მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელს - 18.2 მილიონ ლარს - 2.3 მილიონით აღემატებოდა. დეკლარაციის თანახმად, 2020–2024 წლებში ბექაურმა აღნიშნული კომპანიიდან ჯამურად 66 მილიონი ლარის დივიდენდი მიიღო. ასევე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის არჩევნებში კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მას კონკურენტი არ ჰყავდა. კახა ბექაურის მედია სფეროში საქმიანობის გზა მრავალწლიან გამოცდილებას მოიცავს:
კომუნიკაციების კომისიაში ბექაური პირველად 2014 წელს, წევრის სტატუსით მივიდა, ხოლო 2017 წლიდან თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.
ევროკავშირმა რუსეთში სანქცირებული ავტომობილების იმპორტის მასშტაბური სქემა გამოავლინა, სადაც საქართველოცაა ჩართული
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური სისტემის რუსეთთან ომისთვის მომზადება შესთავაზა
უკრაინამ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმებისთვის ახალი ვადა დაუწესა
მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა
|
რედაქტორის რჩევით
45 ტროლი, რომელსაც პროპაგანდა BBC-ის წინააღმდეგ იყენებდა
ევროპის წარმატება: რა შეაფასა ტრამპმა არასაკმარისად და როგორ უპირისპირდება ევროკავშირი აშშ-სა და ჩინეთს
ომი უკრაინაში
ოდესაში, ღამით მომხდარი თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, სამი ადამიანი შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყოს
ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)