|
2026-01-20 21:22:39, 1563 ნახვა
სამართალი
ადგილი აქვს სამსახურის რეპუტაციის შელახვის მცდელობას – პენიტენციური სანდერის განცხადებაზე
სპეციალური პენიტენციური სამსახური 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის განცხადებას პასუხობს, უარყოფს სანდერის მიერ მითითებულ ფაქტებს და წერს, რომ "ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას". "ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება და ამის შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება. სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებაში მითითებულ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას. მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ დაიწყება სამსახურებრივი შემოწმება და განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, ბრალდებულის უფლებების დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება. სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან, მოხდება როგორც ბრალდებულის ასევე საზოგადოების ინფორმირება". - ნათქვამია განცხადებაში. 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის მიმართ ციხეში ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. სანდერის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში ის სექსუალურად შეავიწროვეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ჩემს მიმართ ციხეში მოყვანის წუთებიდან განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, როგორც ვიცი, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას დავამატოთ სექსუალური შევიწროება გაშიშვლების მოთხოვნით. ამაში მინიმუმ ხუთი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ციხის დირექტორი და მოადგილე. არ ვიცი, შეიძლება ის ცუდი ადამიანი არ იყოს, მაგრამ ჩემს მიმართ ეს არის შერჩევითობა და არაადამიანობაა. მე ვარ უდანაშაულო პოლიტპატიმარი. არც ქრისტიანული ღირებულებებია და არც ადამიანური, არ ვიცი ეს რაში წერია, ეს არის ჩემი ტანჯვა და წამება. ორი დღეა გასივებული სახით ვიღვიძებ, ყველაფერი მტკივა, თითს ვერ ვიდებ ორგანიზმზე და ადამიანი მეუბნება, შენ შოუს აწყობ და არაფერი გაწუხებსო. რა შოუ, ადვოკატებისთვისაც კი არ მითქვამს ეს მაწუხებს, ის მაწუხებს, ადგილზე მინდოდა მომეგვარებინა. მე არ მეგონა საქართველოში ციხეებში კიდევ ასეთი არაადამიანური მოპყრობა იყო". - თქვა სანდერმა, IPN-ს ცნობით. ცნობისთვის, ნანა სანდერი შსს-მ 2025 წლის 8 ოქტომბერს დააკავა - მანამდე, 7 ოქტომბერს, სანდერის შესახებ ისაუბრა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც და მას ექსტრემიზმისთვის ფულის შეგროვებაში დასდო ბრალი. 9 ოქტომბერს პროკურატურამ სანდერს ბრალი საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში დაკავებულ 6 პირს, გოჩა ყატაშვილს, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი კიკნაველიძესა და ნანა სანდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 ოქტომბერს შეუფარდა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)