08:34 - 28 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-19 17:43:15, 449 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი - მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ - მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ

მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და ვის არა მშვიდობა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ და ეკლესიამ საზოგადოება უნდა შეარიგოს.

„ისე გავაკეთოთ, მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ მაინც და დაველაპარაკოთ. რამდენი წელია ვამბობთ შევრიგდეთ, შევრიგდეთო და ხან ვინ გამოხტება და ხან ვინ. ერთმანეთს როგორ მიმართავენ. მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და ვის არა მშვიდობა“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მან ნათლისღების დღესასწაული მიულოცა მთავრობას, ოპოზიციას და აქციის მონაწილეებს. როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, „ნამდვილად არ იცის, რატომ დარბიან ისინი ქუჩაში და რა სურთ“.

„ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, იმ ადამიანებს, ქუჩებში რომ დარბიან. თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან. რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი საქმე გვეკეთებინოს. ღვთის ქართული საქმე გეკეთებინოს ყველას. ნურავინ დავიბრალებთ, რომ ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, არაფერი იქნებოდაო. საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან დაწყებულა, არც 2012 წლიდან და არც 2026 წლიდან დაიწყება. მუდმივ პროცესში ვართ. მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ. ერთმანეთი აღარ დავჭამოთ. გვეყო ეს ყველაფერი. კარგად მივდივართ, მაგრამ ბოლომდე სწორად მივიდეთ, რომ ვინმეს ხახაში არ ჩავუვარდეთ. თუ არავისთან ურთიერთობა არ გქონდა, ვიღაც მაინც გადაგყლაპავს, ცოტა ხანი იქნები და მერე არც ოპოზიციონერი გაგვახსენდება და არცერთი პარლამენტარი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ეკლესია ყოველთვის იქ დგას, სადაც ხალხს სჭირდება.

„ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ, გაყოფილი როგორია ახლა, სადღაც მიდიხარ და ვიღაცები პატივს გცემენ, ვიღაცები კიდევ შეშინებულები არიან. არ შეიძლება ქართველები ასე ვიყოთ. საერთო მტერთან ერთად ვიბრძოლოთ, საქართველო გავაძლიეროთ და ერთმანეთში მერე გავარჩიოთ საქმეები. ღმერთს გაუხარდება თუ წმინდა ნინოს ჩვენი ასეთი დაყოფა? ომებში არ ჩავერთეთ და ახლა ის დროა, ერთმანეთი ისე არ დავაზიანოთ, როდესაც მსოფლიო გადანაწილება დაიწყება, ვიღაცის ხახაში არ აღმოვჩნდეთ. ერთმანეთთან კარგად ვიყოთ, არ ვმტრობდეთ, უცხოეთში არ გავრბოდეთ, მოდი დაგვეხმარეო. ასე არ შეიძლება“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, საჭიროა ერთმანეთის აზრის მოსმენა და გაანალიზება.

„ერთმანეთს მოვუსმინოთ. ნუ გვგონია, რომ ერთმანეთზე ჭკვიანები ვართ. ქართველი ყველა ნიჭიერია და ჩვენი გაჭირვებაც ზუსტად ეს არის. ისეთი ნიჭიერია, რომ სხვისი მოსმენა არ უყვარს. მარტო თავისი აზრი აინტერესებს, მე ვარ მართალი-იტყვის. მოვუსმინოთ ერთმანეთს“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთში სანქცირებული ავტომობილების იმპორტის მასშტაბური სქემა გამოავლინა, სადაც საქართველოცაა ჩართული
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური სისტემის რუსეთთან ომისთვის მომზადება შესთავაზა
უკრაინამ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმებისთვის ახალი ვადა დაუწესა
მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი