|
2026-01-19 13:14:04, 7087 ნახვა
სხვადასხვა
ტრამპმა ნობელის მშვიდობის პრემიის უარყოფა გრენლანდიის კონტროლის მოთხოვნას დაუკავშირა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნობელის მშვიდობის პრემიის მაზე არ გადაცემა გრენლანდიის კონტროლის მოთხოვნას დაუკავშირა. „ძვირფასო ჯონას, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ არ მომანიჭოს ნობელის მშვიდობის პრემია რვა ომის შეჩერებისთვის, აღარ ვგრძნობ თავს ვალდებულად, ვიფიქრო მხოლოდ მშვიდობაზე, თუმცა ის ყოველთვის პრიორიტეტად დარჩება და ახლა შემიძლია ვიფიქრო იმაზე, თუ რა არის კარგი და სწორი შეერთებული შტატებისთვის. დანიას არ შეუძლია დაიცვას ეს ტერიტორია რუსეთის ან ჩინეთისგან - და რატომ აქვს მას საერთოდ „საკუთრება“? არ არსებობს წერილობითი დოკუმენტები, მხოლოდ ის, რომ იქ ასობით წლის წინ ნავი ჩავიდა, მაგრამ ჩვენი ნავებიც ჩავიდნენ იქ. მე ნატოსთვის უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ვინმემ მისი დაარსების დღიდან და ახლა ნატომ უნდა გააკეთოს რამე შეერთებული შტატებისთვის. მსოფლიო უსაფრთხო არ იქნება მანამ, სანამ გრენლანდიაზე სრულ და სრულ კონტროლს არ მოვიპოვებთ“, - წერს ტრამპი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესადმი გაგზავნილ წერილში. წერილის ტექსტი გამოაქვეყნა PBS News-ის კორესპონდენტმა ნიკ შიფრინმა. როგორც ამბობენ, მსგავსი შეტყობინებები გაუგზავნეს ვაშინგტონში მყოფ რამდენიმე ევროპელ ელჩს.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების სფეროსთვის შეღავათების დამწესება ოცნებას კრიმინალურმა სამყარომ დაუკვეთა
სასამართლომ დიზაინერი ზალიკო ბერგერი მსახიობ ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა
პოლონეთმა ნატოს შესთავაზა, რომ უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდება დაიწყოს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



