06:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-09 00:55:24, 604 ნახვა

ირანში ვითარება უკონტროლოა, ხალხი რეჟიმის მომსახურე შენობებს წვავს - ვიდეო

ირანში ხალხის ქუჩაში მასიურად გამოსვლა გრძელდება, ისპაჰანში ქალაქის წყაროების ცნობით, ისპაჰანში სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს შენობას ცეცხლი უკიდია 

ირანმა ქვეყნის მასშტაბით გათიშა ინტერნეტი და სატელეფონო ხაზები, რის შედეგადაც მოსახლეობა ფაქტობრივად სრულ საინფორმაციო ბლოკადაში აღმოჩნდა. წყაროების ცნობით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია სრული ბლექაუთი.

თეირანში რეჟიმის რეპრესიული ძალების მანქანებს მასობრივად წვავენ (ვიდეოზე)

ირანის დასავლეთ ნაწილში, ხორამაბადში, ირანელმა მომიტინგეებმა ქალაქის ცენტრიდან ისლამური რესპუბლიკის დროშა ჩამოხსნეს და მასზე მონარქისტული, ლომისა და მზის გამოსახულებიანი დროშა აღმართეს.

ქალაქ გორგანში  დემონსტრანტები გუბერნატორის შტაბბინაში შტურმით შეიჭრნენ და დაწვეს. 

ინტერნეტის გათიშვის მიუხედავად, კვლავ ივსება ხალხით ყველა მსხვილი ქალაქის ქუჩა.

თეირანში, მთავარ მაგისტრალებზე ძალიან მასშტაბური საპროტესტო აქციები დაფიქსირდა.

მომიტინგეებმა დაწვეს ბასიჯის მანქანები. თავრიზის აეროპორტი დაიხურა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics