|
2026-01-06 12:54:24, 1041 ნახვა
საზოგადოება
“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერი” კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა. “ქართული ბრენდის დღე 2025" ტრადიციულად დეკემბრის ბოლოს წარმატებულ ქართულ ბრენდებს აჯილდოვებს წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის. გამარჯვებულები ექვს ძირითად ნომინაციაში - "ლიდერი", "რეპუტაცია და ნდობა", "წარმატებული ახალი ბრენდი", "წარმატებული ტელეპროექტი", "წარმატებული ლიტერატურული პროექტი" და "ბრენდ-პერსონა" - გამოვლინდნენ. ღონისძიების ფარგლებში 27 ნომინანტი დაჯილდოვდა. 2025 წლის ბრენდ-პერსონა ცეკვის ჯადოქარი, ანსამბლი "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფი, ლეგენდარული მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე გახდა. „15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ „PSP დაზღვევამ“ ახალი ბრენდი „ვაიზერ წარადგინა. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, კომპანიას მისცა ახალი განვითარების შესაძლებლობები და გააჩინა ახალი ხედვა, ახალი სახელი და ახალი ენერგია „ვაიზერი“. ჩვენი ახალი ბრენდი „ვაიზერი“ არის სიმბოლო ამ ხედვისა, რომელიც აერთიანებს ცოდნას, გამბედაობას და თავისუფლებას. „ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ“, რადგან ვაიზერი შენი თამამი, ბრძენი თანამგზავრია. თავისუფლად მართე შენი გადაწყვეტილებები, ცხოვრება, მომავალი, მოგზაურობა. „ვაიზერ“ უახლოეს მომავალში საზოგადოებას ბევრ ორიგინალურ, ახალ სადაზღვევო პროდუქტს შესთავაზებს“- განაცხადა სოფიო ლებანიძემ.
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



