03:32 - 22 Sep, 2026
|
2026-01-02 21:07:56, 1404 ნახვა
საზოგადოება
იტალიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 283 კი დაშავდა
იტალიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 283 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 63 წლის მოლდოვას მოქალაქეა. დაშავებულთა შორის 68 არასრულწლოვანია. როგორც მედია წერს, ნეაპოლში 24 წლის მამაკაცმა ფეიერვერკის გასროლის შედეგად სამი თითი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კი კიდევ ერთი ფეიერვერკი გაისროლა, დაიზიანა თვალი და კვლავ სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ახალი წლის ღამეს მეხანძრეებმა 770 ზარს უპასუხეს, რომელთაგან ყველაზე მეტი, 114 ემილია-რომანიაში დაფიქსირდა. ფლორენციაში, სოლიჩიანოს ციხეში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ხანძარი გაჩნდა, ხუთი პატიმარი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)