|
2025-12-13 13:03:28, 25596 ნახვა
სხვადასხვა
ისტორიული ძეგლების დაცვის ჯგუფი თეთრ სახლს ტრამპის საბანკეტო დარბაზის გამო უჩივის
ისტორიული შენობების დასაცავად აშშ-ის კონგრესის მიერ შექმნილმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ, ისტორიული შენობების დაცვის ეროვნულმა ტრასტმა, თეთრი სახლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლითაც მას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული ახალი საბანკეტო დარბაზის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით უჩივლა. ამის შესახებ BBC იტყობინება. ისტორიული შენობების დაცვის ეროვნულმა ტრასტმა სარჩელი პარასკევს, 12 დეკემბერს შეიტანა, სადაც ამტკიცებს, რომ თეთრმა სახლმა ოქტომბერში ისტორიული აღმოსავლეთის ფრთის დანგრევამდე საჭირო ინსპექტირება ვერ ჩაატარა. ჯგუფმა განაცხადა, რომ „იძულებული“ გახდა სარჩელი შეეტანა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა უგულებელყო მათ მიერ ოქტომბერში გამოთქმული შეშფოთება. „არცერთ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, დაანგრიოს თეთრი სახლის ნაწილები ყოველგვარი ინსპექტირების გარეშე - არც პრეზიდენტ ტრამპს, არც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და არც სხვას“, - ნათქვამია სარჩელში. სარჩელში ჯგუფი აცხადებს, რომ ტრამპი არღვევს აშშ-ის კონსტიტუციას, „რომელიც კონგრესს ანიჭებს უფლებამოსილებას, განკარგოს და მიიღოს ყველა რეგულაცია შეერთებული შტატების საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით“. ეს სარჩელი საბანკეტო დარბაზის პროექტის პირველი სერიოზული სამართლებრივი გამოწვევაა. ორგანიზაცია ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოს სთხოვს, შეაჩეროს დამატების მშენებლობა მანამ, სანამ თეთრი სახლი „არ დაიცავს კანონს საჭირო განხილვის პროცესების დასრულებით“, მათ შორის საჯარო კომენტარის პერიოდის ჩათვლით. „თეთრი სახლი უდავოდ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ემბლემატური შენობაა და ჩვენი ძლიერი ამერიკული იდეალების გლობალურად აღიარებული სიმბოლო“, - განაცხადა ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული ფონდის პრეზიდენტმა, კეროლ კვილენმა. თეთრმა სახლმა, სარჩელზე საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ „პრეზიდენტ ტრამპს აქვს სრული უფლება, მოახდინოს თეთრი სახლის მოდერნიზაცია, რეკონსტრუქცია და გალამაზება, როგორც ეს მისმა ყველა წინამორბედმა გააკეთა“. როგორც ცნობილია, ტრამპის პროექტმა და ისტორიული თეთრი სახლის ნაწილის დანგრევამ ამ მიზნით მნიშვნელოვანი დავა და კრიტიკა გამოიწვია, თუმცა მხარდამჭერებიც არიან. პროექტი 200-300 მილიონი დოლარი დაჯდება, რომლის დაფინანსებასაც კერძო დონორები უზრუნველყოფენ. თეთრი სახლის თქმით, საბანკეტო დარბაზი 650 ადგილს დაიტევს. ეს სამჯერ აღემატება თეთრი სახლის ამჟამინდელი უდიდესი, აღმოსავლეთ ოთახის ტევადობას. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობა არ ეთანხმება თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის დანგრევას ტრამპის საბანკეტო დარბაზის ასაშენებლად. ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მის მიერ დაგეგმილი საბანკეტო დარბაზი დაახლოებით 18 თვეში დასრულდება.
ომანიდან და საუდის არაბეთიდან თბილისში სპეციალური ავიარეისები შესრულდება
„კიდევ ერთი ტყუილი. კიდევ ერთი ომი.“ ამერიკელების მხოლოდ ოთხიდან ერთმა დაუჭირა მხარი ირანზე აშშ-ის დარტყმებს
მაგთიკომის მომხმარებელთა ნაწილს, მეორე დღეა ინტერნეტი არ მიეწოდება, კომპანია დუმს
ბოკუჩავა - დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე
|
რედაქტორის რჩევით
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს, ხარკოვში 14 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ტრამპი: აშშ აქტიურად მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)