01:45 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-12 12:36:58, 864 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტური კონკურსი „მარეგულირებლის დილემა“ დასრულდა - კონკურსის მხარდამჭერია ბაზისბანკი

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ ორგანიზებით გამართული სტუდენტური კონკურსი "მარეგულირებლის დილემა" დასრულდა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი, რომელთაგან ერთი ბაზისბანკისგან ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.

კონკურსი 8 ოქტომბერს გამოცხადდა და მიზნად ისახავდა სტუდენტებში ცენტრალური ბანკის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების წახალისებას. კონკურსის ფარგლებში სტუდენტთა გუნდებმა განიხილეს ცენტრალური ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული დილემები და ჟიურის წევრებს გადაწყვეტის საკუთარი გზები შესთავაზეს.

კონკურსში მონაწილეობდა 14 გუნდის 67 სტუდენტი, საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. 

სტუდენტური კონკურსი ორ ეტაპად წარიმართა. პირველ რაუნდში სტუდენტებმა განიხილეს დილემა „ფინანსური დისციპლინა თუ სოციალური პასუხისმგებლობა“. ჟიურის შეფასების შედეგად მონაწილე 14 გუნდიდან ფინალურ ეტაპზე 5 გუნდი გადავიდა.

დასკვნითი, ფინალური რაუნდი, 5 დეკემბერს გაიმართა. გამარჯვებულები ეროვნული ბანკის 9 თანამშრომლით წარმოდგენილმა ჟიურიმ გამოავლინა. 

კონკურსი “მარეგულირებლის დილემა” ბაზისბანკისა და ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ მორიგი ერთობლივი წარმატებული პროექტია. ბაზისბანკის ჩართულობით სტუდენტური კონკურსის გარდა 2025 წელს სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ცნობიერების ამაღლების მიზნით.        

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი