11:01 - 05 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-03 14:00:11, 1530 ნახვა

სამართალი
სამშენებლო კომპანია "ისანი კომფორტის" დირექტორი და თანამფლობელი 73 მოქალაქის თანხის მითვისებისთვის დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა თან, ერთი პირი დააკავა. საუბარია სამშენებლო კომპანია შპს „ისანი კომფორტის“ დირექტორზე, რომლის დანაშაულებრივმა სქემამ 70-ზე მეტი მოქალაქე დააზარალა.

პროკურატურა პირის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა სამეწარმეო რეესტრის მიხედვით დაკავებული გიორგი გუჯაბიძეა, რომელიც კომპანიის 49.99%-იანი წილის მფლობელია. საგამოძიებო წერს, რომ პირი 2025 წლის 2 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების მასალების თანახმად, შპს „ისანი კომფორტს“ თბილისში, მოსკოვის გამზირზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აეშენებინა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამშენებლო საქმიანობის წარმოების პროცესში, კომპანიის დირექტორმა, კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით, სხვადასხვა კომპანია დააფუძნა. ამის შემდეგ, მან „ისანი კომფორტის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბინების შეძენისთვის 73 მოქალაქის მიერ გადახდილი ჯამში 3 596 254 ლარი პირად და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

  • უძრავი ქონებები, ჯამში $160 000 და 23 290 ლარის ღირებულების;
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობები 83 560 ლარის ოდენობით.

გარდა მითვისებისა და ფულის გათეთრებისა, პროკურატურა ბრალდებულს თაღლითობასაც ედავება. საქმის მასალები ცხადყოფს, რომ მან მრავალფუნქციურ კომპლექსში ქონების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ორი მოქალაქის კუთვნილი ჯამში 119 273 ლარს მოტყუებით დაეუფლა. ამის შემდეგ, მან ეს უძრავი ქონებები სხვა პირებზე გაასხვისა.

პროკურატურა ბრალდებულს წარუდგენს ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით); 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა თან); 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით).

წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ
უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაყინული აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში, რუსეთისგან პირადი მუქარა მიიღო
ევროკავშირის ლიდერებმა ზელენსკი გააფრთხილეს ტრამპის მიერ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხში ღალატის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი