11:02 - 05 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-03 11:57:22, 1350 ნახვა

საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე - 2025

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ პირთა უფლებების შესახებ.

2025 წელს ამ დღის აღნიშვნის თემაა - „შშმ პირთათვის ინკლუზიური საზოგადოების განვითარება სოციალური პროგრესის ხელშეწყობის მიზნით.

სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით, მთელ მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მათი ოჯახები წინააღმდეგობებს აწყდებიან სოციალური განვითარების სფეროში. ისინი ხშირად ცხოვრობენ სიღარიბეში, განიცდიან დისკრიმინაციას დასაქმებისას, უმეტესად არაფორმალურ სექტორში არიან დასაქმებული და სხვებთან შედარებით დაბალ ანაზღაურებას იღებენ. არასაკმარისია მათი სოციალური დაცვის ღონისძიებები, ხოლო სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფთ ავტონომია შეზღუდული აქვთ.

საქართველოში შშმ პირები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. წლების მანძილზე პრობლემად რჩება მათ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების სიმწირე, მომსახურებების გეოგრაფიული დაფარვა და მომლოდინეთა რიგები, მათ შორის, აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზრდასრულ შშმ პირთათვის განკუთვნილი რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამების ნაკლებობა, რაც უარყოფითად აისახება მათი დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზების ხარისხზე. არასაკმარისი პროგრამების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შეფერხებულია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალური მოდელზე გადასვლის პროცესი და შეფასება ისევ სამედიცინო მოდელის მიხედვით ხდება, რაც გამორიცხავს ამ პროცესში პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას.

გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ სახალხო დამცველის განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. შშმ პირთა ნაწილი კვლავ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ცხოვრობს. საცხოვრისის სერვისები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვერ უზრუნველყოფს სოციალურ ინკლუზიასა და ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას.  ხშირია შშმ პირთა ავტონომიაში ჩარევისა და ინსტიტუციური რეჟიმის ჩარჩოებში მოქცევის შემთხვევები, რაც შეუსაბამოა დეინსტიტუციონალიზაციის მიზნებთან.

გაუარესებულია მდგომარეობა შშმ პირთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიმართულებით. სხვა საკითხებთან ერთად, ადგილი აქვს შშმ პირთა/შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაკლებ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

შშმ პირთა მისაწვდომობა, იქნება ეს გარემოზე, ინფორმაციასა თუ მომსახურებებზე, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ინკლუზიური განათლების უწყვეტობა და შემდგომში დასაქმების უფლების რეალიზაცია, რაც  შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მომზადებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

სოციალური განვითარების სამი ძირითადი მიმართულება - სიღარიბის აღმოფხვრა, დასაქმებისა და ღირსეული შრომის ხელშეწყობა ყველასთვის და სოციალური ინტეგრაცია, ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მუდმივ ხელშეწყობას საჭიროებს.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისთვის, ამ პროცესში შშმ პირთა აქტიური მონაწილეობით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სოციალური პროგრესის მიღწევას საზოგადოების ყველა წევრისთვის.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ
უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაყინული აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში, რუსეთისგან პირადი მუქარა მიიღო
ევროკავშირის ლიდერებმა ზელენსკი გააფრთხილეს ტრამპის მიერ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხში ღალატის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი