|
2025-11-27 18:26:47, 1561 ნახვა
საზოგადოება
სარეკლამო წესების დარღვევისთვის ფორმულა და TV პირველი დააჯარიმა
სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევისთვის ფორმულა 7 500 ლარით, ტვ პირველი კი 2 500 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ეთერში პროდუქტის განთავსების (PP - Product Placement) წესების დარღვევისთვის ფორმულა 7 500 ლარით, ხოლო PP-ისა და სპონსორობის წესების დარღვევისთვის ტვ პირველი - 2 500 ლარით დააჯარიმა. "ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 5 და 19 ოქტომბერს, ტვ პირველის გადაცემაში ოჯახის ექიმი, ხოლო 11, 12, 18 და 19 ოქტომბერს ფორმულას გადაცემაში ყოველდღე გამოვლინდა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევები, მათ შორის, პროდუქტებს მიენიჭათ გადაჭარბებული მნიშვნელობა და პროდუქტის განთავსებამ გადაცემის შინაარსზე გავლენა მოახდინა. ამასთან, გაჟღერდა ინფორმაცია პროდუქტის ხელმისაწვდომობის შესახებ. დამატებით, ფორმულას პროგრამაში გაკეთდა პროდუქტის შეძენისკენ მოწოდებები. გარდა ამისა, ტვ პირველის შემთხვევაში, დარღვეულია სპონსორზე მითითების წესებიც, რადგან სპონსორზე მითითება შეიცავდა, მათ შორის, სარეკლამო შეტყობინებას, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც, თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს. გამომდინარე იქიდან, რომ ტვ პირველს ანალოგიური დარღვევისთვის მიმდინარე წელს წერილობითი გაფრთხილება მიღებული ჰქონდა, ComCom-მა მაუწყებელი 2500 ლარით დააჯარიმა. ფორმულას კი წერილობით გაფრთხილებასთან ერთად, ანალოგიური დარღვევისთვის 2 500 ლარიანი ჯარიმა უკვე მიღებული ჰქონდა, შესაბამისად, კანონდარღვევისთვის ComCom-მა მაუწყებელი 7 500 ლარით დააჯარიმა". - წერია განცხადებაში.
ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ
უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაყინული აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში, რუსეთისგან პირადი მუქარა მიიღო
ევროკავშირის ლიდერებმა ზელენსკი გააფრთხილეს ტრამპის მიერ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხში ღალატის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
უხეშობა, დოკუმენტების დაგვიანება, - აზერბაიჯანი ქართველ მებაჟეებს ტრანზიტის დაბლოკვაში ადანაშაულებს
საქართველოს პოლიციამ საპროტესტო აქციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი კამიტი გამოიყენა - BBC-ის გამოძიება
ომი უკრაინაში
ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ
უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)