04:59 - 08 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-14 17:02:29, 532 ნახვა

საზოგადოება
სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების შემოსავალი გაორმაგდა

სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების შემოსავალი, მათ შორის რეკლამის სახით, ზოგ შემთხვევაში ორჯერ გაიზარდა - ამის შესახებ ნათქვამია "კომკომის" ანგარიშში.

მათი ინფორმაციით, სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2025 წლის III კვარტალში კვლავ „ტელეიმედს" ჰქონდა, რომლის შემოსავალიც, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 14.4 მილიონი ლარი შეადგინა. 4.6 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2"-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალი და ჯამურად 6.7 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.5 მილიონი ლარით გაიზარდა „ჯი-დი-ეს თი-ვი"-ს შემოსავალიც და 2.1 მილიონ ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება „პოსტვ"-ის, მისი შემოსავალი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის III კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 73.6%-ით გაიზარდა და 31.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში კი, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 85%-ით გაიზარდა და 29.5 მილიონი ლარი შეადგინა.

 

ტელემაუწყებლებისთვის 2025 წლის III კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 88.6%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 6.7% - სპონსორობამ, ხოლო 4.6% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

ასევე,  0.1 მილიონი ლარით გაიზარდა „ტელეკომპანია პირველის" კომერციული სარეკლამო შემოსავალი, რომელიც 2025 წლის III კვარტალში 1.3 მილიონი ლარი იყო. 1 მილიონ ლარს გაუტოლდა „ბი ემ ჯი"-ს შემოსავალი, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით მეტია. უცვლელი დარჩა ტელეკომპანია „ფორმულას" კომერციული შემოსავალი, რომელმაც 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება „პალიტრანიუსს", მისი შემოსავალი ორჯერ გაიზარდა და 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. 0.3 მილიონი ლარით შემცირდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" შემოსავალი, რომელიც მიმდინარე წლის III კვარტალში 0.2 მილიონ ლარს გაუტოლდა. „სილქნეტის" შემთხვევაში კი კომერციული შემოსავალი არ შეცვლილა და კვლავ 0.2 მილიონი ლარი იყო.

 

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, რადიოების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი 12%-ით შემცირდა და 2025 წლის III კვარტალში 1.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 88.5% პირდაპირ რეკლამას, ხოლო 11.2% სპონსორობას ეკავა. 

 

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი
კახა კალაძე BBC-ის რესპოდენტებზე : ყველა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება
რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს
შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა თავისი ბირთვული ტრიადის მოდერნიზაცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი