02:07 - 08 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-07 12:30:42, 683 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 43 პირს, რომლებიც ე.წ ქურდულ სამყაროსთან მკვეთრად არიან თანამშრომლობაში

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა - ამის შესახებ, პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს" წევრები, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების" დავალებით, ისე დამოუკიდებლად,  სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს" და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ასევე მოქალაქეებს სძალავდნენ თანხებს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა" ,,ქურდული სამყაროს" წევრებს დაავალა, რომ ,,ქურდული სამყაროს" წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ე.წ. ,,ქურდული გადაწყვეტილება" აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად  დადგენილია, რომ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისთვის გახსნილი ცეცხლის საპასუხო ღონისძიების შედეგად ლიკვიდირებულმა „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდულ საერთოში" გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით  „ქურდული სამყაროს" წევრებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს" წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები. აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს აღმოუჩინა ფინანსური დახმარება. ქურდული გარჩევის გზით საბოლოდ მიღწეული იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდული სამყაროს" წევრებს გადასცა საერთო ჯამში 6000 აშშ დოლარი. 

ბრალდებულებისგან 34 პირი სამართალდამცავებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს. ექვს პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო სამ პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ. 

ბრალდებულებს ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობის,  „კანონიერი ქურდობის",  „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის,  „კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის  და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ბრალდებულების ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს. - წერია ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი
კახა კალაძე BBC-ის რესპოდენტებზე : ყველა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება
რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს
შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა თავისი ბირთვული ტრიადის მოდერნიზაცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი