19:59 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 17:38:51, 5792 ნახვა

ეკონომიკა
ევროზონა დეფლაციას განიცდის, ფასები 0,2%-ით დაეცა

ევროსტატის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით,  ევროზონაში ინფლაციას უარყოფით მაჩვენებელი ფიქსირდება.
2014 წლის იანვართან შედარებით, ფასები 0,2%-ით დაეცა.
დეფლაცია სავარაუდოთ  ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან,  ეკონომიკის სტიმულირებისათვის  სამომავლო ღონისძიებების განხორციელებას გამოიწვევს.
უარყოფითი მაჩვენებლები  ნავთობმატარებლებზე  არსებულმა ფასმა,  ნავთობზე ფასისი ვარდნის გამო გამოიწვია, რადგან 2013 წლის დეკემბრის მონაცემებთან სედარებით, 2014 წლის დეკემბერს ნავთობის ფასი 6,3% ნაკლები იყო.
მაგრამ, თუ  ენერგომატარებლების ფასებს არ გავითვალისწინებთ, მაშინ ევროპაში ინფლაციამ, როგორც ნოემბრის თვეში ისე, დეკემბერში  0,6% შეადგინა.
სურსათზე, ალკოჰოლულ სასმელებზე და თამბაქოზე ფასები წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა, ნოემბერში ფასის ზრდის მაჩვენებელმა მხოლოდ 0,5% შეადგინა.
ხოლო მომსახურებების ფასმა 2013 წელთან შედარებით, მხოლოდ 1,2%-ით მოიმატა.
ევროზონის ქვეყნებში  დეფლაცია  2009 წლის კრიზისის შემდეგ, პირველად შეიმჩნევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics