|
2025-11-05 17:08:09, 440 ნახვა
საზოგადოება
თოლორაია მეუფე შიოს - მე განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი
"მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ, მე განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი". - ამ სიტყვებით უკვე ყოფილმა არქიმანდრიტმა ილია თოლორიამ მედიის საშუალებით მეუფე შიოს მიმართა. "მეუფე შიომ მითხრა, რომ ჩემი განცხადებები იყო შეურაცხყოფა. თქვენ ეკლესიას და პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებ და უნდა მოინანიოო. თავიდან საუბარსაც თითქმის არ მაცდიდნენ, ჩემგან ითხოვდნენ ერთ სიტყვას - მოინანიე და გადი. მე ასე არ გავჩერდი, ვუთხარი, მათქმევინეთ სიტყვა. რაც ვთქვი ავხსნი-მეთქი. ვთქვი, რომ თქვენგან სიტყვა არ გამიგია იმაზე, რომ რუსეთი არის მტერი, ოკუპანტი, გინტურზე, ანწუხელიძეზე, ახალგაზრდები რომ დასისხლიანებულები არიან ქუჩაში, ერთი სიტყვა მათ დასაცავად თქვენგან არ გამიგია-მეთქი. მეუფემ მითხრა, მე მაქვს სიტყვა "ოკუპანტი" ნათქვამიო. ვუთხარი, ბოლო პერიოდში არსად არ გითქვამთ ეს სიტყვა. ანუ ფაქტიურად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს, არ მოისმინეს ჩემი სიტყვები. გამომაგდეს და გამოსვლის დროს ანდრია ჯაღმაიძე მაწვება ხელით, მიჯიკავებს თან ისეთი ტონით მესაუბრება, ალბათ, უშოშროებაში ისწავლა ეს ტონი. მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ, მე განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი, ეს არის ჩემი პასუხი მეუფე შიოს. არ მოვინანიებ არასდროს. მე პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას". - თქვა თოლორაიამ.
კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი
კახა კალაძე BBC-ის რესპოდენტებზე : ყველა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება
რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს
შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა თავისი ბირთვული ტრიადის მოდერნიზაცია
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს
Axios-მა ზელენსკის, ვიტკოფსა და კუშნერის საუბრის დეტალები გაავრცელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)