04:59 - 08 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-05 17:00:29, 407 ნახვა

საზოგადოება
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

თიბისის მხარდაჭერით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივით, ახალი თაობის მხარდასაჭერად და ქვეყნის ტექეკოსისტემის გასაძლიერებლად, "საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბი" დაფუძნდა. 

ჰაბის მიზანია ქვეყნის მასშტაბით მოტივირებული მოსწავლეების აღმოჩენა და მხარდაჭერა, მათი ჩართვა ინფორმატიკის და ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმომადგენლობის გაძლიერება და ახალ თაობაში ტექნოლოგიური უნარების გაძლიერება.

  • საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობას და მომზადებას შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე:
  • ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI)
  • ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI)
  • ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI)
  • საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (OLYINFO)

აგრეთვე, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის (IOI) ჰაბი უზრუნველყოფს მოსამზადებელი ბანაკების ორგანიზებას და ჩართული იქნება ეროვნული ნაკრების ოლიმპიადაზე ასპარეზობამდე საჭირო პროცესში. 

ჰაბის ფარგლებში BTU კოორდინაციას გაუწევს მოსწავლეთა და ახალგაზრდების მომზადებას, ეროვნული ნაკრების შერჩევას და მათ მონაწილეობას საერთაშორისო მასშტაბის ოლიმპიადებში. პროექტი ხელს შეუწყობს ინფორმატიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში და საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს საქართველოს ტექნოლოგიური განათლების პოტენციალს.

აღსანიშნავია, რომ  საქართველო 2000 წლიდან იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადაში და  უკვე აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საერთაშორისო არენაზე - მსოფლიო ოლიმპიადაზე მოპოვებულია 7 ოქროს, 13 ვერცხლის და 43 ბრინჯაოს მედალი, ასევე 2 საპატიო დიპლომი; ქალების ევროპის ოლიმპიადაზე - 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი; ხოლო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე - 2 ოქროს, 4 ვერცხლის, 20 ბრინჯაოს მედალი და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობის ტიტული.

პროექტის მთავარი მხარდამჭერია თიბისი. განათლებაა ის ძალა, რომელიც მომავალს ქმნის, ამიტომ თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ახალ თაობაში ტექნოლოგიური განათლების განვითარებას და ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება. 

პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ICT ასოციაცია, ლინეიტი, ეპამი და დეველოპერული კომპანია ბლოქსი.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი
კახა კალაძე BBC-ის რესპოდენტებზე : ყველა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება
რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს
შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა თავისი ბირთვული ტრიადის მოდერნიზაცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი