04:58 - 08 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-05 16:57:45, 359 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Day Georgia 2025 ჩატარდა

31 ოქტომბერს თბილისში ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia (იქომერსის დღე) ჩატარდა, რომელმაც უკვე მესამედ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესები ელექტრონული კომერციის თემაზე სასაუბროდ გააერთიანა. ღონისძიება იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის პარტნიორობით გაიმართა.

ღონისძიებაზე Amazon Web Services-ის, Google Cloud-ის, Amadeus-ის და სხვა გლობალური და ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი იქომერსში, ლაივ და სოცმედია იქომერსი, ონლაინ სერვისების პლატფორმები და სხვა. ღონისძიებას 400-მდე მონაწილე ესწრებოდა.

“იქომერსის დღე” არ არის მხოლოდ 1 დღიანი კონფერენცია, რომელიც იქვე სრულდება - ეს არის სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის, სადაც ადგილობრივი ბიზნესი პირდაპირ უერთდება გლობალური ელექტრონულ კომერციის ტენდენციებს. მომხმარებელთა ქცევა სწრაფად იცვლება, ამიტომ წარმატებისთვის საკმარისი აღარ არის ტექნოლოგიების გამოყენება - მთავარია მათი ჭკვიანურად, სტრატეგიულად მართვა. იქომერსის დღე კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება ცოდნის გაზიარების გზით. ჩვენ უკვე მესამე წელია, ხელს ვუწყობთ ახალი პარტნიორობების შექმნას და ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებას.დაწრმუნებულები ვართ, რომ ეს დღე როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში პროგრესის საფუძველი გახდება“, - აცხადებს იქომერს ასოციაცია - საქართველოს თავმჯდომარე, ლადო კანდელაკი.

„საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს როგორც თანამედროვე ფინანსური პროდუქტებით, ისე ცოდნის გაზიარებით აქტიურად უჭერს მხარს. მოხარული ვართ, რომ eCommerce Day Georgia 2025-ზე დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მსოფლიო ტენდენციებს გაცნობოდნენ და გაეზიარებინათ საუკეთესო პრაქტიკები. სწორედ ასეთი ღონისძიებები იქცევა კარგ პლატფორმად ახალი პარტნიორობების დასაწყებად და დარგის გასავითარებლად”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიების ინოვაციების პარტნიორი იყო: Visa

პარტნიორები იყვნენ: AWS,  Aversi, Delivo, Google Cloud; Glovo, BDO Digital, Tech School / IE, Web Features, Elite, Acer, Cellfie, MELO Delivery, Dasta Records Management, Tegeta Holding, CityPay.io Georgia, Tether, Johnnie Walker, Wolt, Creatio, TASS vision, Quissly, Mazeg, Roaspig, Storera, Coincasa, Horsetours, Hamo Concept, Azintelecom

იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი
კახა კალაძე BBC-ის რესპოდენტებზე : ყველა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება
რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს
შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა თავისი ბირთვული ტრიადის მოდერნიზაცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი