03:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-05 16:49:39, 321 ნახვა

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო (რ)

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ნოემბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი.  

ნოემბრის შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი, ონლაინ ფორმატში, 11 და 13 ნოემბერს გაიმართება და ის ელექტრონული კომერციის თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი ჩაატარებს.
  • მეორე ტრენინგი ონლაინ ფორმატში 12 და 26 ნოემბერს ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს. 
  • მესამე ტრენინგი ხშირად დაშვებულ ფინანსურ შეცდომებს შეეხება და მას, ონლაინ ფორმატში, 18 ნოემბერს,  ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება.
  • ნოემბრის თვის კიდევ ერთი ტრენინგის თემა ექსპორტის მართვა იქნება. შეხვედრა ქუთაისში, 26 ნოემბერს, ფიზიკურ ფორმატში ჩატარდება და მას, გიორგი გუდაბაძე, Savvy-ს ასოცირებული პარტნიორი ჩაატარებს.
  • მე-5 ტრენინგი  ESG თემატიკას დაეთმობა და ის, ონლაინ სივრცეში, 25 და 28 ნოემბერს ჩატარდება. შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები. 

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს   წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: ბიზნეს განათლება , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი. ტრენინგებზე დასწრება უფასოა.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics