|
2025-11-03 21:44:39, 331 ნახვა
საზოგადოება
ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად - STEM ოლიმპიადის პირველადგილოსანი გუნდი
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით STEM ოლიმპიადის მესამე სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი ახალგაზრდებში მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და უკვე ბევრი საინტერესო მოსწავლე გაგვაცნო. ამჟამად ახალ სეზონზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე მეორე სეზონის ოლიმპიადაში 1-ლი ადგილი თბილისის თავისუფალი სკოლის გუნდმა დაიკავა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ანდრია პაპუაშვილი, ლიზა შალიკაშვილი, ლუკა უფლისაშვილი, თეკლა თენიეშვილი, ლუკა დუდაური. გუნდის მენტორმა, ლაშა ნიშნიანიძემ, გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და ისაუბა მოსამზადებელ პროცესზე. „STEM მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, სწორედ ეს სფეროები ქმნიან იმ ახალ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებენ. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციით იზრდებიან მომავალი ინჟინრები, პროგრამისტები, მეცნიერები, რომლებიც შეცვლიან სამყაროს”. ოლიმპიადამდე გუნდები აქტიურად ემზადებოდნენ, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, თავისუფალი სკოლის გუნდმა გამარჯვებამდე საკმაოდ ბევრი იშრომა წარმატებული ასპარეზობისთვის: „მზადება იყო ინტენსიური, მიზანმიმართული და შთამბეჭდავი. სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ გუნდი მუდმივად მეცადინეობდა, ფინალის დღემდე მოსწავლეები ყოველდღიურად ემზადებოდნენ, დილის 10 საათიდან გვიან ღამემდეც კი, თანაც ამას დიდი ენთუზიაზმით აკეთებდნენ. მზადების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა რთული ტექნიკური დავალებების გადაჭრას, ცოდნის გამყარებასა და გუნდური მუშაობის დახვეწას. ყოველთვის განსხვავებულ და კომპლექსურ დავალებებს ვაძლევდი. ისინი ისხდნენ, ფიქრობდნენ, კოდს წერდნენ, წრედებს აწყობდნენ, დაშვებულ შეცდომებს ასწორებდნენ - ასეთი თავდადება და შეუპოვრობა გახდა წარმატების მთავარი ფაქტორი “. გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინალურ პროექტს ჰქონდა, ამ ეტაპზე გუნდები დამოუკიდებლად და ინოვაციურად უნდა გამკლავებოდნენ პრაქტიკულ დავალებას: „როდესაც ოლიმპიადა დაიწყო, მალევე შეგვატყობინეს მთავარი დავალება - საგულშემატკივრო ჰოლში დაიდო ლიფტის კონსტრუქციის მაკეტი. სწორედ ამ ტიპის სისტემაზე უნდა ემუშავათ მონაწილეებს. პროექტი იყო კომპლექსური და მაღალტექნოლოგიური, თუმცა ჩემი მოსწავლეებისთვის ეს სიახლე არ ყოფილა: მრავლად ჰქონდათ ნამუშევარი მსგავს ელექტრონულ კომპონენტებზე, სენსორებზე, ძრავებზე. მჯეროდა, რომ დავალებას კარგად შეასრულებდნენ. სირთულე მაინც არსებობდა — ტექნიკური დეტალების ზუსტი შესრულება, დროის შეზღუდვა და კონკურენციის მაღალი დონე “. პირველი ადგილის მოპოვების შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს გუნდის წევრებმაც: „STEM ოლიმპიადაში მონაწილეობაც კი ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის,ოლიმპიადის განმავლობაში ვსწავლობდით ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოსადეგი იყო. სიტყვებით რთულია იმის აღწერა , რასაც მოგებისას განვიცდიდი, ბედნიერად მახსენდებოდა დღეები, როდესაც მთელი დღე ვისხედით და ვვარჯიშობდით”, - ლუკა უფლისაშვილი „ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად. გუნდურად მუშაობა, პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტილებების პოვნა - ეს უნარები მომავალში აუცილებლად გამოგვადგება, როგორც სწავლის, ისე პროფესიული განვითარების გზაზე”, - ლუკა დუდაური საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ყველასთვის, ვინც არ ჩერდება, ცნობისმოყვარეა, აინტერესებს, ეძებს და ცდილობს, მეტი ისწავლოს. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს მთელი ქვეყნისთვის. STEM მიმართულებების წახალისებაც ამ მთავარი მიზნის ნაწილია და მომავალშიც ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას.
სარკოზის ციხიდან გაათავისუფლებენ
რუსი ჩინოვნიკების სამმა მეოთხედმა ნათესავები ძალაუფლების თანამდებობებზე დანიშნა
საქართველოს ბანკმა PWM/The Banker-ისგან ქვეყანაში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო მიიღო
სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ხიდის ჩანგრევის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალდება წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ბიძინა ივანიშვილს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირების სურს
რას ცვლის ქართული ოცნების რუსული პოლიტიკა ევროპაში
ომი უკრაინაში
მართლა დატოვა თუ არა ოქტომბერში რეკორდულმა რაოდენობამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნებართვის გარეშე?
სუმის მახლობლად რუსული ჯარები დანაკარგებს განიცდიან დეზერტირებისა და მომზადების ნაკლებობის გამო, - ISW
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პარტიების აკრძალვის მოსამართლეა კაცი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)