|
2025-11-03 21:41:28, 25361 ნახვა
სპორტი
გამარჯვება და მედლები | ქართველი ახალგაზრდა ჯუდოკები ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს ბანკი - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვმა 23-წლამდე ჯუდოკებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების წევრები ტურნირზე არაერთი მედლის მფლობელები გახდნენ: ინდივიდუალურ დონეზე, 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოვიპოვეთ. ამის შემდეგ, ქართველი კუდოკები შერეულ გუნდურ ასპარეზობაზე გადაერთნენ, სადაც ოქროს მედლები ზედიზედ მეორედ მოიპოვეს და ტიტულის შენარჩუნება მოახერხეს. ოქროს მედალოსანი გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა (90 კგ.) - ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ესპანელი, პორტუგალიელი და აზერბაიჯანელი ჯუდოკები დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მიჰაილ ლატიშევს დაუპირისპირდა და ურთულეს ბრძოლაში გაიმარჯვა. 4 წუთის განმავლობაში, ჯუდოკებმა გდების შესრულება ვერ მოახერხეს, თუმცა დამატებით დროში, ჯაბნიაშვილმა მეტოქეს იუკო აუღო და ევროპის ჩემპიონი გახდა. ჯაბნიაშვილის გარდა, ფინალურ შეხვედრაში კიდევ ორმა ქართველმა ჯუდოკამ იასპარეზა: მათე გოგობერიშვილი და მათე ბერუაშვილი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ ბერუაშვილი უპირატესობას ფლობდა და ვაზარით იგებდა, თუმცა რუმინელ იოან ძიტაჩთან იპონით დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს - მისი მფლობელი კოტე კაპანაძე (81 კგ), შალვა გურეშიძე (+100 კგ) და ნინო ლოლაძე გახდნენ (57 კგ). ძალიან საინტერესო გამოდგა შერეული გუნდური ასპარეზობა, სადაც საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ.), ლიზი ქვარცხავა (+70 კგ.), შალვა გურეშიძე (+90 კგ.), ნინო ლოლაძე (57 კგ.), გიორგი ტერაშვილი (73 კგ.) და ნინო წიკლაური (70 კგ.). საქართველო ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გახლდათ და პირველ ნომრად იყო განთესილი. პირველი დაპირისპირება რუმინეთთან, მეოთხედფინალურ ეტაპზე შედგა. ქართველმა ჯუდოკებმა დამაჯერებელი გამარჯვება (4:2) მოიპოვეს, შემდეგ თურქეთს სძლიეს (4:1) და მთავარი ბრძოლისთვის მოემზადნენ. ფინალში, საფრანგეთის ნაკრები გაცილებით რთული წინაღობა გამოდგა. 6 ორთაბრძოლის შემდეგ, საერთო ანგარიში ფრე იყო და გადამწყვეტი შეხვედრა -73 კგ. კატეგორიაში შედგა, სადაც გიორგი ტერაშვილმა მეტოქე შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წამში, ჩინებული იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობა მოუტანა. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
ევროკავშირმა რუსეთში სანქცირებული ავტომობილების იმპორტის მასშტაბური სქემა გამოავლინა, სადაც საქართველოცაა ჩართული
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური სისტემის რუსეთთან ომისთვის მომზადება შესთავაზა
უკრაინამ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმებისთვის ახალი ვადა დაუწესა
მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა
|
რედაქტორის რჩევით
45 ტროლი, რომელსაც პროპაგანდა BBC-ის წინააღმდეგ იყენებდა
ევროპის წარმატება: რა შეაფასა ტრამპმა არასაკმარისად და როგორ უპირისპირდება ევროკავშირი აშშ-სა და ჩინეთს
ომი უკრაინაში
ოდესაში, ღამით მომხდარი თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, სამი ადამიანი შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყოს
ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)