|
2025-11-03 21:37:43, 1018 ნახვა
სამართალი
ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – პენიტენციური
სპეციალური პენიტენციური სამსახური აქიცების დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქის, ანასტასია ზინოვკინას შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს". "სპეციალური პენიტენციური სამსახური საზოგადოების ინფორმირების მიზნით ეხმიანება რუსეთის მოქალაქე მსჯავრდებულ ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებას. მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა განთავსებულია №5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი საცხოვრებელი პირობები სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და იგი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით. სასჯელის მოხდის პერიოდში მას ჩაუტარდა სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და რეკომენდებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური, კვლევები როგორც დაწესებულებაში, ისე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში. ამასთან, მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა კონსულტირებულია რეაბილიტოლოგის მიერ და ჩატარებული აქვს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ვარჯიშები. დამატებით განვმარტავთ, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს ჩატარებული ნევროლოგის კონსულტაციის შედეგად მწვავე ნევროლოგიური სიმპტომატიკა არ გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს. აქვე გვსურს, გამოვეხმაუროთ ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანასტასია ზინოვკინას მეუღლის შიმშილობის შესახებ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულმა რუსეთის მოქალაქე მსჯავრდებულმა არტემ გრიბულმა შიმშილობა გამოაცხადა 2025 წლის 31 ოქტომბერს, 12:30 საათზე, და შეწყვიტა 2025 წლის 2 ნოემბერს, 12:20 საათზე. საერთო ჯამში, მსჯავრდებულს საკვები არ მიუღია 47 საათისა და 50 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ მსჯავრდებულმა არტემ გრიბულმა განაახლა საკვების სრულყოფილად მიღება. შესაბამისად, 3 ნოემბერს ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდებულ არტემ გრიბულის შიმშილობასთან დაკავშირებით არ შეესაბამება რეალობას. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება საზოგადოება სიცრუეში შეიყვანოს". - წერია განცხადებაში. 30 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ადვოკატმა, ალიონა ზაიცევამ ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ზინოვკინა ამბობდა, რომ ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უჭირს გადაადგილება, გარდა ამისა, საუბრობდა ცუდ პირობებზე, რომელიც, მისი თქმით, პენიტეცნიურ დაწესებულებაშია.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)