|
2025-10-30 22:44:25, 1299 ნახვა
სამართალი
ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლი გაჩხრიკეს, მისი მოადგილე კი დაიჭირეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მოადგილე, კობა გაბუნია დააკავეს. "კობა გაბუნია მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო. როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულები იყვნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ. ასევე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები. გამოძიების მასალების მიხედვით, ლაგი კაპიტალის მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა კობა გაბუნიას დავალებით, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, იმის მიუხედავად, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისში მიღებული ავანსი მიზნობრივად დახარჯული არ იყო, 2023-2024 წლებში შპს ლაგი კაპიტალზე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი. საიდანაც, ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები 9 365 801 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ". - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, გაბუნიას გარდა, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლიც გაჩხრიკეს. "კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ, ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან, სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე". - წერს საგამოძიებო სამსახური. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით; 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)