08:33 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-25 18:00:40, 1458 ნახვა

სამართალი
დროების ოპერატორი ნიკა პატარაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

ფორმულას თანამშრომელი, დროების ოპერატორი ნიკა პატარაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.

ნიკა პატარაიას შვილის, თიკა პატარაიას ინფორმაციით, პირველი საათის შემდეგ მასთან კონტაქტზე ვეღარ გადიან.

დღეს მან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გადაიღო, როგორ დატოვა ფორმულას ერთ-ერთმა დაკავებულმა ჟურნალისტმა, ქეთა ციცქიშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი.

24 ოქტომბერს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, რეჟისორ გიორგი ლიფონავას და ასევე, ფორმულას წამყვანს ზვიად კვარაცხელიას. პატიმრობაში რჩება ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. მას 10-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics