08:33 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-20 00:02:53, 1434 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ ვახო სანაიას 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

sთბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას, 18 ოქტომბრის აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით, 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

სასამართლო დარბაზში ფორმულას ჟურნალისტმა განაცხადა, რომ იგი არ ცნობს "ოცნების" მიერ პროტესტის შემზღუდველ კანონებს, ხოლო რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებს "ბუნებრივი" პროცესი უწოდა.

"არანირი ხელოვნური გადაკეტვა არ ყოფილა, ესაა პროტესტის გამოხატვა და რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს.

ეს არ არის გზის ხელოვნური გადაკეტვა, ისინი [პოლიცია] ეყრდნობიან რაღაცა კანონს, რასაც მე არ ვცნობ და ეს კანონია თავად უკანონო.

ეს არაა ხელოვნური გადაკეტვა, ესაა ყველაზე ბუნებრივი რამ, რაც კი ხდება რუსთაველზე დღეს...

ეს კანონი არის უკანონო და გასაუქმებელი. ჩემთვის ცნობილია, რომ რუსთაველი უნდა გადაიკეტოს ყოველდღე. რამდენჯერაც მექნება შესაძლებლობა, იმდენჯერ გავალ რუსთაველზე", - განაცხადა სანაიამ სასამართლო პროცესზე.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 5 ადამიანი: ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა.

სასამართლო დარბაზიდან კი გაათავისუფლეს: თორნიკე თხილავა, ლაშა ჩხარტიშვილი, გელა გამყრელიძე, მანუჩარ მაჭავარიანი და მამუკა კუპრეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics