09:19 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 11:09:50, 1217 ნახვა

სამართალი
აჭარის პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი,  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს.
დაკავებული შ.გ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ წარმოება-ვაჭრობის ბრალდებით  ინტერპოლის  წითელი ცირკულარით  იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა შ.გ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics