11:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-07 10:21:28, 627 ნახვა

შაიშმელაშვილი - მე ისეთივე მხარდამჭერი ვიყავი პროცესების, როგორც იქ მდგომი ნებისმიერი მოქალაქე - და არა ორგანიზატორი

"მე ისეთივე მხარდამჭერი ვიყავი პროცესების, როგორც იქ მდგომი ნებისმიერი მოქალაქე - და არა ორგანიზატორი" - გდდ-ს ყოფილი მაღალჩნოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილო 4 ოქტომბრის მოვლენებზე პირველ განმარტებას

როგორც შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "რჩევა თუ რეკომენდაცია, რომელიც ვინმესთვის მიუცია, იგივე არაერთხელ აქვს საჯაროდ ნათქვამი". 

"იატაქვეშეთში არაფერს არ ვაკეთებდი" - ამბობს შაიშმელაშვილი. 

მისი თქმით, აქვს კითხვები,  რა მოხდა და რატომ მოხდა და ა.შ. - "ბუნებრივია, მაქვს, და ვცდილობ გავიგო, ამოვხსნა, ოღონდ არავის შეურაცხყოფის ხარჯზე. ამ ეტაპზე პრობლემებს და შეცდომებს საკუთარ თავში ვეძებ და სხვას ტალახს არ ვესვრი".

წინასიტყვაობის გარეშე,
1) მე ისეთივე მხარდამჭერი ვიყავი პროცესების, როგორც იქ მდგომი ნებისმიერი მოქალაქე - და არა ორგანიზატორი;
2) რჩევა თუ რეკომენდაცია, რომელიც ვინმესთვის მიმიცია, იგივე არაერთხელ  მაქვს საჯაროდ ნათქვამი. იატაქვეშეთში არაფერს არ ვაკეთებდი;
3) სად იყვნენ შსს-ს თანამშრომლები? იქ,  სადაც მათი ფუნქცია და ამოცანა მოითხოვდა. მშვიდობიანი აქციის დაშლა შსს-ს არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რამდენად ვართ გაბრაზებულები მათზე;
4) აქცია დაგეგმილი იყო კონსტრუქციულ რეჟიმში: „საზოგადოების სხვადასხვა ფენების კონსოლიდირება უნდა მომხდარიყო, ერთიანობა და შეთანხმებულიყო, როგორ, რა გზებითა და მეთოდებით  განხორციელებულიყო მიტაცებული ქვეყნის დაბრუნება“. ამ პირობებში, თუ ვინმე მშვიდობიანი აქციის დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, არა მხოლოდ გდდ-ს, არამედ შსს-ს სხვა თანამშრომლებიც ქართველი ხალხის მხარეს დადგებოდნენ - თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა;
5) ახლა რატომ არ მოდიან შსს-დან თანამშრომლები, ვინც მე მთხოვთ ამაზე პასუხს, არადააკვატურები ხართ, ამაზე როგორ გაგცეთ პასუხი;
6) არც ორგანიზატორების და არც სხვადასხვა საორგანიზაციო ჯგუფების მოქმედებას ვერ და არ შევაფასებ. ამის არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ მაქვს. ვწუხვარ, განვიცდი და ვბრაზობ მხოლოდ იმაზე, რომ დააკევეს ადამიანები და დაკავებების სერიას გააგრძელებს ბორია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics