19:34 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 10:40:49, 608 ნახვა

საზოგადოება
პარიზში „საქართველოს ევროპული გზების“ პრეზენტაცია გაიმართება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანთან ეგლიზ კოსტასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან  ნიკოლა დე რივიერთან  დაევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან არლემ დეზირთან.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, პარიზის საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული წიგნის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას საფრანგეთში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების საელჩოების დიპლომატები, რეგიონის მკვლევარები, ჟურნალისტები, სტუდენტები, დოქტორანტებიდა ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან. მოწვეული სტუმრების წინაშე  კრებულის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, მწერალი და წიგნის რედაქტორი ზურაბ ქარუმიძე და წიგნის ერთ-ერთი თანაავტორი, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი ისაუბრებენ.

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics