|
2025-10-02 18:39:40, 1068 ნახვა
პოლიტიკა
გორდულაძე - ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და მათ მიერ კონტროლირებული მედია 3-4 წლის წინანდელი „სკანდალებითა“ და უნიჭო ფეიკებით ცდილობენ ხალხის „გაბრაზებას
ივანიშვილის დეპუტატი , არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიცია იმდენად ხელმოცარულია, რომ 3-4 წლის წინანდელი „სკანდალებით“ და უნიჭო ფეიკებით ცდილობს ხალხის „გაბრაზებას“. გორდულაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, „როგორ ცდილობენ ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და მათ მიერ კონტროლირებული მედია არარსებული მუხტის აწევას“. „პროპაგანდისტულმა ON.GE-მ გამოაქვეყნა წინა წლის განცხადება, რომელიც გაასაღა როგორც „ახალი“, სადაც ოპოზიციის კლანის რამდენიმე მოსამართლე გაურკვეველ მოცემულობებს აპროტესტებს. პროპაგანდისტულმა „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა აქამდე არაერთხელ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც 2022 წელს ბესო ალავიძე ზეწოლაზე საუბრობს, თუმცა საუბრის იქით არცერთი ფაქტი არ წარმოუდგენია. რადიკალურმა ოპოზიციამ გაავრცელა „გდდ-ს გეგმა“, თუმცა გეგმაში ძველი ფოტო გაეპარათ, რომელზეც პარლამენტის კარის სამი წლის წინანდელი მდგომარეობაა ასახული. მდიდარმა NGO-ებმა გაავრცელეს სპეცრაზმელების მონაცემები და ცდილობდნენ, მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ ეს იყო „დამრბევების სია“, თუმცა აქაც შეცდომა გაეპარათ და ცესკო-ს სპეციალური სიებიდან ოპოზიციის მიერ გატანილი მონაცემები გამოდგა… იმდენად ხელმოცარულები არიან, იმდენად არაფერი აქვთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ძველი, 3-4 წლის წინანდელი „სკანდალებით“ და უნიჭო ფეიკებით ცდილობენ ხალხის „გაბრაზებას““, – წერს არჩილ გორდულაძე.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)