|
2025-09-30 16:09:08, 1777 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილი - ბინა რომ ვუყიდე დედას და მამას მანქანა, ესაა თურმე ფულის გათეთრება, ეს არის აბსურდი და უნამუსობა
„ის, რომ ჩემს მიმართ შურისძიებას აქვს ადგილი, გუშინაც დადასტურდა“, - ასე გამოეხმაურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი თავისი მშობლებისთვის წაყენებულ ბრალს - მათ გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ელით. გიორგი ბაჩიაშვილმა თავისი მშობლების მიმართ წაყენებული ბრალის შესახებ 30 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, რომელზეც საბოლოო სიტყვა წარმოთქვა „საზღვრის უკანონო კვეთის“ საქმეზე მიმდინარე პროცესზე: „ჩემი საქციელი [საზღვრის უკანონო კვეთა] იყო განპირობებული უკიდურესი აუცილებლობით. ეს დადასტურდა ჩემი წამების ფაქტითაც [გიორგი ბაჩიაშვილს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდა პატიმარი], შესაბამისად, მაქსიმალური გავაკეთე, რომ ჩემი თავისა და ჩემი ახლობლების მიმართ ზიანი მაქსიმალურად ამეცილებინა. ის, რომ 7 წლის წინ ნაყიდი ბინა და 4 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი თურმე ფულის გათეთრების სქემაა, და ამის გამო მშობლები უნდა იყვნენ ბრალდებულები... 75 წლის მამა, ქირურგი, რომელიც მთელი ცხოვრებაა პაციენტებზე ზრუნავს და ასევე 65 წლის დედა, თვალის ექიმი, გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს არის აბსურდი და უნამუსობა, ასე ადამიანისთვის ჩირქის მოცხება. ამას სამართალთან ახლოს არაფერი აქვს და არც ადამიანობასთან კავშირი. გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. სამწუხაროდ, ვერანაირად ვიქნები დარწმუნებული დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მაგრამ გთხოვთ, თქვენ იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი. მე არ ვყოფილვარ დამნაშავე, არც დღეს ვარ დამნაშავე და მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს“, - მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)