19:22 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-25 13:04:37, 991 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სიღარიბე მცირდება წლიდან წლამდე

სიღარიბე მცირდება წლიდან წლამდე, 30-პროცენტიანი მაჩვენებელი იყო 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადავიბარეთ ხელისუფლება და ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 350 ათასამდე, - ამის შესახებ "ქართული ოცნბის" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, სიღარიბის მონაცემები ქვეყნდება მუდმივად, წლიდან წლამდე და პირველად საქართველოში სწორედ შარშან დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი 9,4 პროცენტი.

„სიღარიბე მცირდება წლიდან წლამდე, 30-პროცენტიანი მაჩვენებელი იყო 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადავიბარეთ ხელისუფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 350 ათასამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ სიღარიბე კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და სწორედ ამისათვის გვჭირდება ინვესტიციები, ეკონომიკის ზრდა, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ ეს 350 ათასიც ჩამოვიდეს ნულამდე. სიღარიბის აღმოფხვრა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ მოქალაქე კახა კალაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დააჯარიმა
ისრაელში ავიაკომპანია Flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ქართველ ებრაელ ექიმს დააჯილდოებენ
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics