08:19 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-24 18:41:26, 1014 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების პრემიერი - კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე

კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე, ამას ამტკიცებს ყველა ფაქტი და ყველა ობიექტური რეიტინგი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ , მთავრობების ფუქციონირების გლობალური შეფასების ინდექსის კომენტირებისას განაცხადა.

მისითქმით, საქართველო ყველა რეიტინგით არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს.

„რომ შევადაროთ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს, ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ აბსოლუტური მოწინავე და არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ყველა პარამეტრით, ყველა ინდექსით, ყველა რეიტინგით ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ. ეს არის საერთო მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, არის ლიდერი. კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე. ამას ამტკიცებს ყველა ფაქტი და ყველა ობიექტური რეიტინგი ", - განაცხადა ოცნების პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics