|
2016-03-23 13:56:28, 496 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებსა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებსა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, შრომის ინსპექტირება მომავალში ძირითადი მიმართულება გახდება, იმისთვის, რომ ადამიანებს ნორმალური სამუშაო პირობები ჰქონდეთ. „დამსაქმებელთა ასოციაციის და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გასული წლის შედეგების პრეზენტაციას მიეძღვნა. შრომის კანონმდებლობაში სერიოზული ცვლილებებია. აქედან გამომდინარე ჩვენ ვუერთდებით ევროასოციაციის ხელშეკრულებას. გარკვეული ვალდებულებები გვაქვს და მომავლისთვის ვაპირებთ სერიოზული შრომის ინსპექციის დეპარტამენტის შექმნას. იცით, რომ მონიტორინგი ტარდებოდა კომპანიებში. დღეს სწორედ გავეცანით ამ მონიტორინგის შედეგებს. შედეგები ძალიან კარგია. კარგია, რომ ბიზნესმენები დაინტერესდნენ ჩვენი მონიტორების მუშაობით. ისინი თვითონ იწვევენ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ შეაფასონ იქ არსებული პირობები შრომის მიმართულებით. თავიდან თუ მარტო სახელმწიფო კომპანიები იწვევდნენ ამ მონიტორებს, დღეს უკვე ბეზნესის ბევრი წარმომადგენელი გამოდის კონტაქტზე. ეს ნიშნავს იმას, რომ შრომის მონიტორინგის სწორად ჩატარდა და შრომის ინსპექტირება მომავალში გახდება ძირითადი მიმართულება იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო პირობები და ასევე დამსაქმებლებმა იცოდნენ, რომ მათთან ყველაფერი არის წესრიგში“,-განაცხადა კვარაცხელიამ. ამასთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ შრომის პირობების ინსპექტირების 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის შედეგებზე პრეზენტაცია წარადგინა და შეხვედრის მონაწილეებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ჯგერენაიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო და ნორმატული ბაზის მომზადების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც ინსპექტორები დამსაქმებელს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციაში, გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასა და შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალურ რეფორმების საჭიროებების განსაზღვრაში დაეხმარებიან. ცნობისთვის, შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა 2015 წლის ივლისიდან დაიწყო. ინსპექტირება 78 კომპანიის 115 ობიექტში ჩატარდა. რე-მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიებმა გაცემული რეკომენდაციები მნიშვნელოვნად გაითვალისწინეს.
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)