16:20 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 16:09:58, 2858 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიის პრესსპიკერი - „ოცნებამ“ ელჩზე თავდასხმა უნდა შეწყვიტოს

ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩს საქართველოში სრული ნდობა აქვს და მისი სიტყვები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ რეალობას ასახავს.

„ევროკავშირის ელჩს ჩვენი სრული ნდობა აქვს. მისი სიტყვები ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებობს. ჩვენი გზავნილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ არის ის, რომ უნდა შეწყვიტონ თავდასხმა ჩვენს ელჩზე, რომელიც თავის საქმეს აკეთებს“, — განაცხადა ჰიპერმა.

მისი თქმით, ქართული მხარისგან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობები შეინიშნება, რაც ელჩზე თავდასხმაშიც გამოიხატება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რეპრესიებსა და ძალადობას საპროტესტო აქციების მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

„ჩვენი ქმედებები შეესაბამება იმ ქმედებებს, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ. ეს იწყება პოლიტიკური კონტაქტების აბსოლუტური დაქვეითებით, შევამცირეთ ხელისუფლების ფინანსური დახმარება და შევინარჩუნეთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, — განაცხადა ჰიპერმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა მიმართულია არა „ქართული ოცნების“, არამედ ქართული საზოგადოებისკენ.

„ჩვენ ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და არ ვართ ბრალდებების თამაშში. პირველ რიგში, გვსურს, დავინახოთ რეალური ქმედებები და რეალური დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამის შემდეგ განვიხილავთ, რა ზომები დევს მაგიდაზე და გავაუმჯობესებთ თუ არა ამ ურთიერთობას“, — განაცხადა ჰიპერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics